კატალონიის “ბარსელონამ” “ესპანიოლს ბ-ს” აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, ფერან ჟუტგლას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – იგი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა “ბარსასთან” კონტრაქტი, რომელიც კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივას ითვალისწინებს, 2022 წლამდე გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 50 მილიონი ევრო იქნება – პირველ გუნდში დაწინაურების შემთხვევაში, აღნიშნული თანხა 100 მილიონამდე გაიზრდება.
ახალგაზრდა შემტევი, რომელიც “ესპანიოლში” 2012 წლიდან ირიცხებოდა, საკმაოდ კვალიფიციურია – მას ძალა, ბალანსი, სისწრაფე და გოლების გატანა გამოარჩევს. ამასთანავე, ფლანგის გარდა, ფერანს თამაში ცენტრალურ თავდამსხმელადაც შეუძლია.
“ესპანიოლ ბ-ს” რიგებში, სეგუნდა დივიზიონ ბ-ში, ჟუტგლამ 52 შეხვედრა ჩაატარა, ამ დროის განმავლობაში კი თავი 12 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
2017/18 წლების სეზონში ესპანელი “სანტ ანდრეუში” გაანათხოვრეს, სადაც, პირველ გუნდთან ერთად, 39 მატჩში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ამიერიდან, ფერან ჟუტგლა “ბარსა ბ-ს” ღირსებას დაიცავს – “ესპანიოლ ბ-ს” კაპიტნობიდან მოსისხლე მტრის სარეზერვო გუნდის პირველ შენაძენამდე.
რავი, ჯერ ძირითადს მიხედოს რა დროს ეს საბვშვო ბაღის ამბებია.
Griezzy7,
ღმერთმა ქნას.
ანუ პირველ გუნდში არ ითამაშებს ხო?3-4 ტრანსფერიო ისე თქვა არ მინდა ნაღდად ესეთები იყოს.