”ზენიტს” ერიკ აბიდალის შეძენა სურს

”ზენიტს” ერიკ აბიდალის შეძენა სურს

რუსეთის მოქმედ ჩემპიონს, ”ზენიტს” ”ბარსელონას” ფრანგი მცველის, ერიკ აბიდალის შეძენა სურს. აბიდალი გვარდიოლას გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიგურაა.

რუსები კატალონიელებისთვის წინადადებას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს იტალიურმა პრესამ გაავრცელა.

აბიდალის მოქმდედი კონტრაქტი კატალონიურ გრანდთან 2013 წლის ბოლოს იწურება. ერიკი 1979 წლის 11 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაიბადა. 2000-2002 წლებში ის ”მონაკოს” ღირსებას იცავდა. 2002-2004 წლებში ”ლილიეს” მაისურით გამოდიოდა. 2004- 2007 წლებში ”ლიონის” შემადგენლობაში იყო. 2007 წელს ის კატალონიურ გრანდს შეუერთდა. უნდა აღინიშნოს, რომ ერიკი შესანიშნავ ფორმაშია და ის ”ბარსასთვის” უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფეხბურთელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.