აბიდალის კონტრაქტის გახანგრძლივება ბიოფსიის პასუხებზე იქნება დამოკიდებული

აბიდალის კონტრაქტის გახანგრძლივება ბიოფსიის პასუხებზე იქნება დამოკიდებული

კატალონიის ”ბარსელონას” მცველის, ერიკ აბიდალის აგენტმა, დავიდ ვენდიტელიმ განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, იტყობინება ”მარკა”.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს და ოპერაცია ჩაუტარეს. ახლა კი ფეხბურთელი გამოჯანმრთელების პროცესშია.

ერიკი კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ეს მის ჯანმრთელობასაც ეხება. რაც შეეხება ”ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას, ჩვენ ბიოფსიის შედეგებს ველოდებით (ბიოფსია არის სავალდებულო მეთოდი ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოზის დადასტურებისთვის). თავად ერიკი ძალიან კმაყოფილია გუნდის პოზიციით, იცის რა, რომ ”ბარსა” დაინტერესებულია მასთან თანამშრომლობით.” - განაცხადა დავიდ ვენდიტელიმ.

შეგახსენებთ, რომ ერიკ აბიდალი კატალონიის ”ბარსელონას” რიგებს 2007 წელს შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად იქცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.