რეალი-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

რეალი-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგის დარჩენილი შეხვედრებიდან დღეს “ბარსელონას” ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ელის. მართალია, “რეალს” სერიოზული დანაკლისი აქვს, მაგრამ მაინც “რეალია”, რაც რამდენიმე დღის წინ “ლივერპულთან” მატჩშიც გამოჩნდა. ამ თამაშის მოგება რთული იქნება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი.

მათემატიკურად “ბარსას” დღეს ფრედ აწყობს, რადგან მადრიდში ქულის აღების შემთხვევაში მაინც ყველაფერი “ბლაუგრანას” ხელში რჩება და დარჩენილი 8 მატჩის მოგების შემთხვევაში ჩემპიონი სწორედ რონალდ კუმანის გუნდი გახდება. თუმცა ზიდანის შეგირდების დამარცხება ორი ფაქტორის გათვალისწინებითაა ძალიან მნიშვნელოვანი: 1) თასის ფინალის წინ თვითრწმენის ასამაღლებლად; 2) “რეალის” საჩემპიონო ბრძოლიდან გამოსათიშად და ცუდ ფორმაში მყოფ “ატლეტიკოსთან” პირისპირ დასარჩენად.

სათამაშო ფორმა

ორივე გუნდს კარგი შედეგები გაქვს. მადრიდელები 30 იანვრის შემდეგ დაუმარცხებლები არიან, კატალონიელებს კი 14 თებერვლის შემდეგ არ წაუგიათ.

ლა ლიგაში “რეალს” 9 თამაშია არ წაუგია. ამ 9 მატჩიდან “სამეფო კლუბმა” 7 მოიგო. მადრიდში გამართულ უკანასკნელ 5 მატჩზე კი 4 მოგება და 1 ფრე მოდის.

ასევე 9 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს “ბარსელონასაც”. ლა ლიგაში ეს შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავია – ზედიზედ 19 წაუგებელი თამაში. “ბარსამ” ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო 6 და ბოლო 14-დან 13 თამაში მოიგო. კიდევ უფრო შთამბეჭდავია სტუმრად ნაჩვენები შედეგები – 2020 წლის 23 დეკემბრიდან მოყოლებული “ბლაუგრანამ” ლა ლიგაში 9 გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო, მათგან 6 ორი ან მეტი ბურთის სხვაობით.

დანაკლისი

როგორც მიმდინარე სეზონში ხშირად ხდება ხოლმე, “რეალი” მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება. გადაწყვეტილია, რომ ზიდანს დაცვის ცენტრის არცერთი ძირითადი ფეხბურთელი არ ეყოლება. სერხიო რამოსი ტრავმირებულია, რაფაელ ვარანს კი კორონავირუსი აქვს. მათ არყოფნაში მესის შეჩერებაზე ნაჩო და ედერ მილიტაო იზრუნებენ.

ტრავმირებულია მთავარი მარჯვენა მცველი დანი კარვახალიც, რომლის ადგილსაც ამპლუით შემტევი ლუკას ვასკესი დაიკავებს.

2 დღეა, გუნდთან ერთად უპრობლემოდ ვარჯიშობს ედენ აზარი, მაგრამ ის განაცხადში მაინც ვერ მოხვდა. ბელგიელი “რეალში” მეორე სეზონს ამთავრებს და მას “კლასიკოში” ჯერ კიდევ არ უთამაშია.

“ბარსელონაში” კარგი ამბები გვაქვს. განაცხადში მოხვდნენ ჟერარ პიკე და სერჟი რობერტო. რობერტოს სასტარტოში ხილვა ალბათ გამორიცხულია, რადგან მან წელს მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა, ბოლოს 2 თვის წინ. ნაკლებად სავარაუდოა ძირითად შემადგენლობაში ჟერარ პიკეს ხილვაც. 2 დღის წინ ვეტერანი მცველი ტკივილმა ისევ შეაწუხა და კუმანი დღეს, სავარაუდოდ, არ გარისკავს.

ურთიერთშეხვედრები

თუ ამხანაგურ შეხვედრებსაც ჩავთვლით, გუნდები დღეს 278-ე თამაშს გამართავენ. აქამდე “ბარსას” 115 მოგება აქვს, “რეალს” 101, ხოლო 62 მატჩი ფრედ დასრულდა. კატალონიელებმა 483 გოლი გაიტანეს, ხოლო მადრიდელებმა – 451.

რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს – 245 თამაშიდან “ბარსამ” 96 მოიგო, “რეალმა” 97, 52 კი ფრედ დასრულდა. “ბლაუგრანამ” 400 გოლი გაიტანა, ხოლო “ბლანკოსმა” – 408.

ბოლო დროს “რეალის” უპირატესობა აშკარაა. უკანასკნელ 3 შეხვედრაში “ბარსელონას” აქტივში მხოლოდ 1 გოლი და 1 ქულაა. გასულ წელს მადრიდში მარცხმა “ბარსას” კარგი სტატისტიკა გაუფუჭა – მანამდე “ბლაუგრანას” “რეალი” ლა ლიგის ეგიდით ზედიზედ 4 გასვლით თამაშში ჰყავდა დამარცხებული.

დღეს “ბარსელონა” მისთვის ახალ სტადიონზე ითამაშებს – მიმდინარე სეზონში “რეალი” სათადარიგო არენაზე, “ალფრედო დი სტეფანოზე” თამაშობს, რომელიც “ელ კლასიკოს” პირველად უმასპინძლებს.

გამორჩეული ფეხბურთელი

როდესაც საქმე “ელ კლასიკოს” ეხება, როგორ შეიძლება ლეო მესი არ გამოვარჩიოთ?

არგენტინელი “კლასიკოს” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (26 გოლი) და ასისტენტია (14 ასისტი). მას ამ დაპირისპირებაში ჰეთ თრიქი 2-ჯერ აქვს შესრულებული, რაც საუკეთესო შედეგია კიდევ 4 ფეხბურთელის მიღწევასთან ერთად.

დღეს მესი “კლასიკოს” ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის მიხედვით რეკორდის თანამფლობელი გახდება. ეს რეკორდი სერხიო რამოსს ეკუთვნის (45 თამაში), რომელიც დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებს. მესის ანგარიშზე კი 44 “ელ კლასიკოა”.

თუმცა ბოლო დროს მესი “რეალთან” ჩვეული შედეგიანობით ვერ გამოირჩევა. 2018 წლის 6 მაისის შემდეგ ჩატარებულ 6 “კლასიკოში” არგენტინელმა ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა გააკეთა. “რეალთან” ასეთი მშრალი სერია მას კარიერაში პირველად აქვს.

არბიტრი

ტრავმებს მხოლოდ ფეხბურთელები როდი იღებენ. გუშინ გაირკვა, რომ ტრავმირებულია მატეუ ლაოსი, რომელსაც დღეს უნდა ემსაჯა. მის ნაცვლად ფედერაციამ “ელ კლასიკოს” განსჯა ხესუს ხილ მანსანოს დაავალა. “ბარსელონასთვის” სასიხარულო ამბავი ნამდვილად არაა.

ხესუს ხილ მანსანოს “რეალის” გულშემატკივრობას აბრალებენ და არცთუ უსაფუძვლოდ.

მანსანოს სტატისტიკა:

ბარსელონას თამაში 27
ბარსელონას მოგება 16 (59%)
ბარსელონას ფრე 6 (22%)
ბარსელონას წაგება 5 (19%)
რეალის თამაში 34
რეალის მოგება 27 (79%)
რეალის ფრე 3 (9%)
რეალის წაგება 4 (12%)
გაფრთხილება ბარსელონას 62
გაფრთხილება ბარსელონას მეტოქეს 88
გაძევება ბარსელონას 7
გაძევება ბარსელონას მეტოქეს 5
პენალტი ბარსელონას სასარგებლოდ 5
პენალტი ბარსელონას კარში 5
გაფრთხილება რეალს 66
გაფრთხილება რეალის მეტოქეს 83
გაძევება რეალს 3
გაძევება რეალის მეტოქეს 3
პენალტი რეალის სასარგებლოდ 11
პენალტი რეალის კარში 5
კლასიკოში ბარსელონას მოგება 0
კლასიკოში ფრე 0
კლასიკოში რეალის მოგება 1

ხესუს ხილ მანსანომ მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. ლა ლიგაში ის 2012 წელს დაწინაურდა. 2014 წლიდან მანსანო ევროპის ლიგის, ხოლო 2016 წლიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მსაჯობს.

ხილ მანსანო ევროპის წამყვან არბიტრებს შორის ნამდვილად არ შედის. 5 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მატჩი მას მხოლოდ 8-ჯერ ანდეს.

ხესუს ხილ მანსანო, კარიერის განმავლობაში თამაშში საშუალოდ 5.9 ყვითელ ბარათს აჩვენებს, რაც ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის მე-3 ყველაზე მაღალი შედეგია. რაც შეეხება გაძევებებს – საშუალოდ 0.38 და მოქმედ მსაჯებს შორის მე-13 ადგილი. ეს ალბათ იმიტომ, რომ ესპანელი კოლეგებისგან განსხვავებით მას სერხიო რამოსი მოედნიდან არასდროს გაუძევებია, არადა მინიმუმ 2-ჯერ ვალდებული იყო ეს გაეკეთბინა.

ხესუს ხილ მანსანო ისტორიაში იმითაა შესული, რომ ის პირველი და იმედია უკანასკნელი არბიტრია, რომელმაც “ბარსელონაში” მოთამაშე მესის წითელი ბარათი უჩვენა. ამ შემთხვევაში არბიტრს მიკერძოებას ნამდვილად ვერ დავწამებთ – ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ლეომ ნერვები ვერ მოთოკა.

საინტერესო ფაქტები

  • “რეალმა” ლა ლიგის ბოლო 21 საშინაო თამაშიდან 17 მოიგო;
  • “რეალს” ლა ლიგის ბოლო 10 საშინაო შეხვედრიდან 8-ში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 9 გასვლითი თამაში მოიგო;
  • ლა ლიგის ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან 8-ში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანად შეხვედრაც;
  • ლა ლიგის ბოლო 7 გასვლით შეხვედრაში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • “ბარსელონას” ლა ლიგაში წელს წაგება არ აქვს;
  • ბოლო 7 “კლასიკოდან” 5-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “რეალს” “კლასიკოში” 3 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “რეალს” 12 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “რეალის” ბოლო 7 თამაშიდან 6-ში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • ბოლო 5 თამაშიდან 4-ში “რეალი” ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • ბოლო 5 თამაშიდან 4-ში “რეალმა” პირველი ტაიმი მოიგო;
  • “რეალის” ბოლო 5 თამაშიდან 4-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “რეალის” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონას” ლა ლიგაში 19 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “ბარსელონას” ბოლო 10 თამაშიდან 9-ში ანგარიშის გახსნას კატალონიელები ახერხებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან 5-ში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 9 თამაშიდან 8-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • დღეს ლეო მესი 45-ე “ელ კლასიკოში” ითამაშებს და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენ სერხიო რამოსს გაუთანაბრდება.

რონალდ კუმანი მატჩის წინ

გუნდი თავდაჯერებულია. “რეალთან” შესანიშნავი მატჩი გველის, თამაშის გაუმჯობესება მათაც შეძლეს. ლა ლიგისთვის ორივე ვიბრძვით, ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის და ხვალ გამარჯვება ჩვენს მოტივაციაზე დადებითად იმოქმედებს

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

რონალდ კუმანს 2 მთავარი საკითხი აქვს გადასაწყვეტი – რა ტაქტიკით ითამაშოს და ათამაშოს თუ არა ჟერარ პიკე.

ტაქტიკაში 2 ვარიანტია – 3-4-3 და 3-5-2. პირველ შემთხვევაში ფრენკი დე იონგს დაცვის ცენტრში ვიხილავთ და ანტუან გრიზმანს სკამზე, მეორე შემთხვევაში კი დე იონგს ნახევარდაცვაში და გრიზმანს სასტარტოში. შესაძლოა, ამ ორ ტაქტიკას შორის არჩევანის გაკეთებაზე გავლენა პიკეს ფაქტორმაც იქონიოს – მისი სასტარტოში გამოჩენის შემთხვევაშე დე იონგის ნახევარდაცვაში აწევის შანსები მატულობს.

ასევე გადასაწყვეტია ოსკარ მინგესას საკითხიც – 3 მცველიან ტაქტიკაში მარჯვენა ცენტრალურ მცველად ის თამაშობს, არც პიკეს და არც არაუხოს ამის გამოცდილება არ აქვს. მაგრამ ენდობა კუმანი ახალგაზრდა ფეხბურთელს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში? პარიზში ვნახეთ, რომ მას ასეთი დონის გუნდთან, რომელსაც სწრაფი შემტევები ჰყავს, თამაში ძალიან უჭირს.

“რეალის” ფლანგზე კი კითხვის ნიშნები არაა. შეიძლება ითქვას, რომ სასტარტო შემადგელობა გადაწყვეტილია, რადგან ზინედინ ზიდანს დიდი არჩევანი არც აქვს.

WhoScored

რეალი (4-3-3): კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, პიკე, დე იონგი, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი

SofaScore

რეალი (4-3-3): კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

ბარსელონა (3-4-2-1): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, დემბელე

AS

რეალი (4-3-3): კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

ბარსელონა (3-5-2) ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, დემბელე

Sport

რეალი (4-3-3): კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, დემბელე

Marca

რეალი (4-3-3): კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი

Mundo Deportivo

რეალი (4-3-3): კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, არაუხო, დე იონგი, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, მესი, დემბელე, გრიზმანი

პროგნოზი

  • WhoScored: 2-2
  • Sportskeeda: 2-2
  • Sportsmole: 1-1
  • Squawka: 2-2
  • Yahoo: 2-2

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (34)

  • katalomia
    23 ივლ 2022, 21:33

    ციტატა: basa7

    ციტატა: katalomia
    კუნდემ ინსტაზე ოცნებების ასრულებაზე ჩაგვცინკა.


    ანუ ?

    დენზელ ვაშინგტონის ინტერვიუ დადო სადაც ის ოცნებების ახდენაზე ლაპარაკობს.

  • basa7
    23 ივლ 2022, 21:00

    ციტატა: katalomia
    კუნდემ ინსტაზე ოცნებების ასრულებაზე ჩაგვცინკა.


    ანუ ?

  • katalomia
    23 ივლ 2022, 19:56

    კუნდემ ინსტაზე ოცნებების ასრულებაზე ჩაგვცინკა.

  • რივალდო-მესი
    23 ივლ 2022, 19:48

    ციტატა: Hyperion
    მბაპე და ჰოლანდი არ ეყოლებათ სასტარტოში :))


    😂😂😂 ჩაგეთვალა

  • katalomia
    23 ივლ 2022, 19:44

    ციტატა: shu1987
    დესტს ათრევსო არადა ვერ ათრევს დესტი არაა ასე სუსტიც სისწრაფე არანაკლები აქვს

    სისწრაფითაც სჯობს ვინი.

  • La Pulga10
    23 ივლ 2022, 18:38

    ციტატა: Kaka

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: katalomia
    დესტს თუ არ დაეხმარა ხვალ ვინმე სახით ათრევს ის მამამიჟმული.


    ბაზარი არაა. საერთოდ არ მეიმედება მაგ ბიჭის. ნორმალურიც არავინ ჩანს მარჯვენა ფლანგზე, აზპი კი ჯობია დესტს მაგრამ არც ეგარის დიდად უკეთესი. არნოლდი და ჯეიმსი არიან დღესდღეობით ძალიან კარგები მაგრამ მაგათ 100 მილიონზე ნაკლებად არავინ მოგვყიდის


    რის ჯეიმსი მაგრად მინდა ბარსაში მარა მაგან რო ჩვენთან ამოყოს თავი ჩელსის ხელმძღვანელობას მართლა გული დაარტყავთ :დდდდდ


    აი შანსი არაა,რომ რომელიმე მოვიდეს.არნოლდი ლივერპულის აღზრდილია და ჯეიმსიც ჩელსის,თავიანთი ნებითაც კი არ გადმოვლენ.ისე მე ჯეიმსი უფრო მევასება.

  • shu1987
    23 ივლ 2022, 18:36

    დესტს ათრევსო არადა ვერ ათრევს დესტი არაა ასე სუსტიც სისწრაფე არანაკლები აქვს

  • Kaka
    23 ივლ 2022, 18:26

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: katalomia
    დესტს თუ არ დაეხმარა ხვალ ვინმე სახით ათრევს ის მამამიჟმული.


    ბაზარი არაა. საერთოდ არ მეიმედება მაგ ბიჭის. ნორმალურიც არავინ ჩანს მარჯვენა ფლანგზე, აზპი კი ჯობია დესტს მაგრამ არც ეგარის დიდად უკეთესი. არნოლდი და ჯეიმსი არიან დღესდღეობით ძალიან კარგები მაგრამ მაგათ 100 მილიონზე ნაკლებად არავინ მოგვყიდის


    რის ჯეიმსი მაგრად მინდა ბარსაში მარა მაგან რო ჩვენთან ამოყოს თავი ჩელსის ხელმძღვანელობას მართლა გული დაარტყავთ :დდდდდ

  • M10 S9 D11
    23 ივლ 2022, 18:11

    ლევანამ უნდა ამოტენოს

  • katalomia
    23 ივლ 2022, 18:10

    დესტს თუ არ დაეხმარა ხვალ ვინმე სახით ათრევს ის მამამიჟმული.

  • shu1987
    23 ივლ 2022, 18:05

    ყველა პროგნოზი ფრეს წინასწაეტყველებს 2-2 ან 3-3 არადა როგორი დარწმუნებული ვარ ბარსა ამოტენის👌

  • Hyperion
    23 ივლ 2022, 18:04

    მბაპე და ჰოლანდი არ ეყოლებათ სასტარტოში :))

  • EL MAESTRO 6
    23 ივლ 2022, 18:02

    უნდა ამოვტენოთ და ჩავაგდებიოთ ხმა, იმ 4-0 ის მერე კიდევ რომ გვებლატავებიან და ჭკუა ვერ ისწავლეს

  • katalomia
    23 ივლ 2022, 17:47

    რა 2-2 ღადაობთ?) აი ძაან დაჩაგრავენ რეალს.