workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ვინისიუსი კლასიკოს გამოტოვებს

ოფიციალურად: ვინისიუსი კლასიკოს გამოტოვებს

ვინისიუს ჟუნიორი მოახლოებულ ელ კლასიკოში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელ გარემარბს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა გასულ შაბათს “ვილიარეალთან” გამართულ შეხვედრაში მიღებული პირდაპირი წითელი ბარათის გამო.

შეგახსენებთ, რომ შემტევი მოედნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც ნათან სალიბას თმებზე მოქაჩა – აღნიშნული მომენტი თავდაპირველად თავად ვინისიუსის გოლით დასრულდა, თუმცა VAR-ის ჩარევის შემდეგ მსაჯმა გოლი გააუქმა და ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

ოთხი გამოტოვებული მატჩი და დაბრუნების თარიღი

სადისციპლინო სანქციის გამო ბრაზილიელი შემტევი ლა ლიგის მომდევნო ოთხ შეხვედრას გამოტოვებს:

  • “სევილიას” წინააღმდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” (კვირას, თბილისის დროით 23:00 საათზე);
  • “ბარსელონასთან” ელ კლასიკოს “კამპ ნოუზე” (კვირას, 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე);
  • გასვლით შეხვედრას “რასინგ სანტანდერის” წინააღმდეგ;
  • გასვლით შეხვედრას “ვალენსიასთან”.

ამგვარად, ვინისიუსი მოედანზე ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე ვეღარ დაბრუნდება – მისი დაბრუნება 22 ნოემბერს, “სელტასთან” საშინაო მატჩში იგეგმება. მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ გუნდი ათი კაცით დატოვა.

რატომ ოთხი მატჩი: ოქმის დეტალები და სანქციის გაორმაგება

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ისიდრო დიას დე მერამ მატჩის ოქმში როგორც უშუალოდ გაძევების ეპიზოდი, ისე მოედნის დატოვებისას მომხდარი ინციდენტიც შეიტანა. კომიტეტის ოფიციალური გადაწყვეტილება ორ დამოუკიდებელ მუხლს ეფუძნება:

  1. დისციპლინარული კოდექსის 130.2 მუხლი: ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია არასათამაშო სიტუაციაში ძალადობრივი ქმედებისთვის, როდესაც ბურთისთვის ბრძოლის შესაძლებლობა არ არსებობდა ან თამაში გაჩერებული იყო (თანმდევი ჯარიმით 52-ე მუხლის საფუძველზე);
  2. დისციპლინარული კოდექსის 127-ე მუხლი: ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მთავარი, დამხმარე ან მეოთხე მსაჯის მიმართ გამოხატული პროტესტისთვის (თანმდევი ჯარიმით).

ფეხბურთელის საწინააღმდეგოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ ინციდენტის მომენტში ბურთისთვის ბრძოლა არ მიმდინარეობდა (წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი მხოლოდ ერთმატჩიანი იქნებოდა). გარდა ამისა, ოქმში ხაზგასმულია ბრაზილიელის “აგრესიული ქცევა” და მითითებულია, რომ მისი შეჩერება თანაგუნდელებს მოუწიათ.

რეალ მადრიდის არგუმენტები და კომიტეტის მკაცრი უარი

“რეალ მადრიდმა” სადისციპლინო კომიტეტში ოფიციალური საჩივარი შეიტანა და მსაჯის აშკარა მატერიალურ შეცდომაზე მიუთითა. კლუბი ამტკიცებდა, რომ ვიდეოკადრებით მეტოქისთვის თმებზე მოქაჩვა არ დასტურდებოდა და ეს იყო ორმხრივ ბრძოლაში ხელის შემთხვევითი შეხება თმასა და თმის სამაგრზე. ასევე აღნიშნავდნენ, რომ ეპიზოდი დინამიკაში მიმდინარეობდა, მოთამაშეს ბურთზე თამაშის შანსი ჰქონდა (რაც შეტევის გოლით დასრულებამაც აჩვენა), ხოლო გაძევების შემდგომი პროტესტი დამოუკიდებელ დარღვევად არ უნდა განხილულიყო.

სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდელთა ყველა არგუმენტი სრულად უარყო:

  • ვიდეომასალის დეტალური ანალიზის შემდეგ დადასტურდა, რომ თმებზე მოქაჩვა უდავო და არაორაზროვანი იყო, ხოლო ხელისა და თითების მდგომარეობაზე აპელირება მსაჯის შეცდომას ვერ ასაბუთებს;
  • ბურთის მოედანზე ყოფნის მიუხედავად, უშუალოდ კონფლიქტის მომენტში ფეხბურთელებს შორის ბურთისთვის რეალური ბრძოლა არ მიმდინარეობდა;
  • გაძევების შემდეგ არბიტრისკენ აგრესიული მოძრაობა და თანაგუნდელების მიერ მისი იძულებითი შეკავება წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ დარღვევას, რისთვისაც კოდექსის 127-ე მუხლის მინიმალური ზღვარი (2 მატჩი) განისაზღვრა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 15 ოქტ 2026, 15:37
    #1

    ეხ სად არის სამართალი, თორემ ეგ ნაგავი რეალში კი არა სადმე პლანტაციაში უნდა მუშაობდეს და დღეში ორჯერ ამათრახებდნენ.