workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პატრიკ კლუივერტი ბარსელონას ტოვებს

პატრიკ კლუივერტი ბარსელონას ტოვებს

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატრიკ კლუივერტი, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” სკოლის აკადემიის დირექტორია, სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს დატოვებს.

წყაროს ცნობით, კლუივერტს მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და კლუბი მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. “ბარსას” ხელმძღვანელობამ ლეგენდარულ ნიდერლანდელს უკვე შეატყობინა, რომ ივნისში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ პატრიკ კლუივერტის შემცვლელი და “ლა მასიას” ახალი დირექტორი ხოსე რამონ ალეშანკო გახდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 30 მარ 2021, 16:43
    #9

    ალბათ გასაშვებია, აბა ამდენი ხანი რას აკვირდებოდა ლაპორტა.

  • El pistolero 9
    schedule 30 მარ 2021, 09:12
    #8

    ბასქუ10,
    იჯარითაა ლაიფციგში რომადან.ჯობდა აიაქსში დარჩენილიყო

  • სპარტაკი
    schedule 30 მარ 2021, 07:54
    #7

    ამის გაშვება მაგრად მწყინს.. ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ და სწორედ კლიუვერტის გამო შემიყვარდა ბარსა…

  • Always cule
    schedule 29 მარ 2021, 23:02
    #6

    ნუ ალბათ ბართომეუს კადრებს იშორებს ლაპორტა

  • me da barca
    schedule 29 მარ 2021, 20:50
    #5

    შეიძლება ვცდები, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევ ბარსას მიმართ იმ სიყვარულს, რასაც თუნდაც კუმანს ვამჩნევ.

  • ბასქუ10
    schedule 29 მარ 2021, 20:09
    #4

    ისე ამის შვილი ჯასტინ კლიუვერტი ძალიან მაგარი ახალგაზრდაა, როცა აიაქსიში იყო მინდოდა რომ ერთ დღეს ბარსაში გადმოსულიყო, ახლა აღარ ვადევნებ მისთამაშს თვალს და დიდად არ ვიცი როგორ გააგრძელა თამაში, თუმცა აიაქსში ძალიან მაგრაი იყო

  • C.PC5
    schedule 29 მარ 2021, 18:14
    #3

    არადა ლამასია არ მუშაობდა ცუდად განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოჩნდა.

  • Diana
    schedule 29 მარ 2021, 18:13
    #2

    ძველ ხალხს იშორებენ ალბათ

  • El pistolero 9
    schedule 29 მარ 2021, 17:45
    #1

    რავიცი ლა მასია კი მუშაობდა რიხინით და…მაგრამ ესეც ბართომეუს კადრია თან ვალდესთან ჰქონდა კონფლიქტი როგორც მახსოვს