workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი: ელ კლასიკოსთვის ისევე ვემზადები, როგორც ნებისმიერი სხვა მატჩისთვის

პედრი: ელ კლასიკოსთვის ისევე ვემზადები, როგორც ნებისმიერი სხვა მატჩისთვის

მედიის დღის (Media Day) ფარგლებში ლათინოამერიკულ ტელეარხ DSports-თან საუბრისას ჰანსი ფლიკის გუნდის ერთ-ერთმა საკვანძო ნახევარმცველმა, პედრიმ განაცხადა, რომ კვირას გასამართი პრინციპული დაპირისპირებისთვის ყოველდღიური განრიგით ემზადება:

“ელ კლასიკოსთვის ისევე ვემზადები, როგორც ნებისმიერი სხვა შეხვედრისთვის, ჩვეული რუტინით, თუმცა კარგად ვაცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ჩვენთვის. ჩემს ჩვეულ რეჟიმს მივყვები და მხოლოდ იმიტომ, რომ ‘რეალ მადრიდს’ ვუპირისპირდებით, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ”.

მესი – ისტორიაში საუკეთესო და გამოსამშვიდობებელი ცერემონია

კანარელმა ფეხბურთელმა ლეო მესის შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მისთვის არგენტინელი უკონკურენტოა:

“ჩემთვის მესი ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ვიცი, რომ ზოგიერთს განსხვავებული აზრი აქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, მასთან ახლოს ვერავინ მივა. გამიმართლა, რომ მის გვერდით მთელი ერთი წელი ვითამაშე, მაგრამ ეს ერთი წელი ძალიან ხანმოკლე გამოდგა. ვისურვებდი, მასთან ერთად კიდევ ბევრი წელი გამეტარებინა. ის იმსახურებს ისეთ გამოსამშვიდობებელ ცერემონიას, რომელიც ‘ბარსელონაში’ მის სიდიადეს ასახავს”.

სიყვარული არგენტინისა და ნიუელს ოლდ ბოისის მიმართ

პედრიმ ასევე გაამხილა, რომ მესისადმი პატივისცემის გამო არგენტინას ბავშვობიდან გულშემატკივრობს:

“არგენტინას ლეო მესის გამო ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბავშვობიდან ვქომაგობ და როდესაც ტურნირებიდან ესპანეთი ვარდებოდა, მესისადმი დიდი სიყვარულის გამო ყოველთვის არგენტინას ვუჭერდი მხარს. არგენტინაში კი სწორედ მესის გამო ‘ნიუელს ოლდ ბოისს’ ვგულშემატკივრობ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 24 ოქტ 2026, 13:15
    #2

    ეს მაგარი იგროკია და არანაკლებ სახელს დატოვებს ხავი ინიესტაზე თუ მოიგო 3-4 ჩემპიონთა ლიგა

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 24 ოქტ 2026, 11:56
    #1

    ყოჩაღ გცოდნია ადამიანის დაფასება.