პარასკევს, “ბირმინგემ სიტისთან” 2-2 დასრულებულ მატჩში შეინ კლუივერტის დებიუტი შედგა. ის კლუივერტების ოჯახის კიდევ ერთი წევრი გახდა, რომელმაც “ბარსელონას” მაისური მოირგო. 18 წლის თავდამსხმელი ჰანსი ფლიკის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და პირველ ტაიმში მარცხენა ფლანგზე ითამაშა.
შეინმა პირველ გუნდში მამამისის დებიუტიდან თითქმის 28 წლის შემდეგ ითამაშა. პატრიკი კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-8 ადგილს იკავებს – “ბარსელონაში” გატარებულ 6 სეზონში მან 257 მატჩი ჩაატარა და 122 გოლი გაიტანა.
2007 წლის 24 სექტემბერს, ზაანდამში დაბადებული შეინი “ლა მასიას” 2017 წელს, 9 წლის ასაკში შეუერთდა. 2025/26 წლების სეზონში ჟულიანო ბელეტის “ბარსა ატლეტიკში” ჩატარებული 20-ზე მეტი მატჩისა და გატანილი 2 გოლის შემდეგ, ნიდერლანდელმა გარემარბმა წინასასეზონო შეკრებისთვის ჰანსი ფლიკის პირველ გუნდში ადგილი დაიმსახურა.
პატრიკ კლუივერტი: დებიუტი 1998 წლის 2 სექტემბერს
პატრიკ კლუივერტი “ბარსელონაში” უკვე შემდგარი თავდამსხმელის რანგში მივიდა. ის კლუბს იტალიაში გატარებული 1 სეზონის შემდეგ, 1998 წლის 28 აგვისტოს “მილანიდან” შეუერთდა. იქამდე მას “აიაქსში” სამი გამორჩეული სეზონი ჰქონდა ჩატარებული, სადაც 1995 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა.
პატრიკმა “ბარსელონას” რიგებში პირველად 1998 წლის 2 სექტემბერს, კატალონიური კლუბის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ამხანაგურ მატჩში “პალამოსის” წინააღმდეგ ითამაშა. ის მოედანზე მეორე ტაიმში, გულშემატკივრების წინაშე წარდგენიდან სულ რაღაც ორ დღეში შემოვიდა.
ნიდერლანდელის ოფიციალური დებიუტი ათი დღის შემდეგ, 1998 წლის 12 სექტემბერს შედგა, როდესაც ლა ლიგაში “ექსტრემადურასთან” 1-0 მოგებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული 90 წუთი ითამაშა.
რა კლიუვერრი რის კლიუვერტი ჩაკვდა საიტი დასამარდა. დადეთ ინფორმაციები სატრანსფერო ხალხოც აღარ შემოდის. რა აზრი ჰქონდა საიტოს განახლებას თუ მაინც არაფერი იდება და აქტიურობაც არაა.
ზუსტად ეგ საიტის განახლება და სიახლეების ღლეურია სტილით წერაც ერთერთი მოზეზია იმისა რომ ხალხი აღარ შემოდის