"ბარსელონა" ნეტუს უშვებს და ინიაკი პენიას აწინაურებს

"ბარსელონა" ნეტუს უშვებს და ინიაკი პენიას აწინაურებს

Mundo Deportivo "ბარსელონას" შემადგენლობაში შესაძლო ცვლილებებზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბლაუგრანა" გუნდის პირველი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დუბლიორთან, ნეტუსთან განშორებას აპირებს და "ბარსა ბ-ს" კარის დარაჯის, ინიაკი პენიას დაწინაურებას გეგმავს.

ნეტუ კატალონიურ გუნდს გასულ ზაფხულში "ვალენსიადან" შეუერთდა, თუმცა 30 წლის ფეხბურთელმა, ტრავმის გამო, მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელმა ამ თამაშებში 7 გოლი გაუშვა. ჯერჯერობით, უცნობია, რა თანხას მოითხოვენ კატალონიელები ნეტუში, რომელსაც Transfermarkt 14.5 მილიონ ევროდ აფასებს.

რაც შეეხება პენიას, 21 წლის კიპერი, ნეტუს ტრავმის გამო, განაცხადში ხშირად ხვდებოდა, თუმცა მისი დებიუტი კატალონიელთა პირველ გუნდში ჯერ არ შემდგარა. ახალგაზრდა ესპანელი ტერ შტეგენის დუბლიორობის საუკეთესო ვარიანტიად მიიჩნევა.

ინიაკი პენია კატალონიური კლუბის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხება. მან, "ბარსას" სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში, 18 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #6 18 აპრილი 2020 23:37
    1
    ვარჯიშებზე მომწონდა ძაან პენია და ცუდი არ იქნება თუ მისცემენ დროს, იმედია გაამართლებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 აპრილი 2020 19:23
    1
    მშვენიერი აზრია ზედმეტი მაყუთი არ გვაწყენს ტრანსფერებში გამოსაყენებლად
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #4 18 აპრილი 2020 19:09
    1
    ციტატა: რივალდო-მესი
    საერთოს შარშან რატო მიაფშვნიტეს 30 მილიონი ნეტოში??? მოტეხა მაქედანაც ბორდმა მაყუთი ალბათ

    სილესენში გაცვალეს
    ფანი [?]
    #3 18 აპრილი 2020 18:53
    0
    საერთოს შარშან რატო მიაფშვნიტეს 30 მილიონი ნეტოში??? მოტეხა მაქედანაც ბორდმა მაყუთი ალბათ
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #2 18 აპრილი 2020 18:36
    1
    კაი აზრია. თასის თამაშებს ათამაშონ პენია. ნეტუში კიდე აიღონ ფული 15 მილიონადაც რო გაიყიდოს კაი მაყუთია
    ფანი [?]
    #1 18 აპრილი 2020 18:08
    0
    რამე კაი გუნდში მაინც გაუშვან მიყვარს ძაან ეს მეკარე და საერთოდ, ჩამოყალიბდნენ ვინ უნდა ყავდეთ სკამზე ტერშტეგენის დუბლიორად, იმიტო რო ღირსეული შემცვლელი სჭირდება