საპრეზიდენტო კანდიდატების სპორტული პროექტები

საპრეზიდენტო კანდიდატების სპორტული პროექტები

ხვალ “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ვნებათაღელვა პიკს აღწევს, ყველა ახალი პრეზიდენტის არჩევის მოლოდინშია.

“ბარსას” საპრეზიდენტო კანდიდატები ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა არიან. ალბათ, გასაკვირი არაა, რომ თითოეული მათგანის მთავარი საზრუნავი ლიონელ მესის დარჩენაში დარწმუნებაა. გარდა ამისა, სამივე მათგანის მიზანი “ბარსელონას”, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ კლუბად ჩამოყალიბებაა.

წარმოგიდგენთ პრეზიდენტობის სამივე კანდიდატის სპორტული პროექტის მნიშვნელოვან საკითხებს:

ჟოან ლაპორტა

  1. კლუბის თითოეული პროფესიონალური და სამოყვარულო განყოფილების უკეთ მომსახურება. სრულყოფილი კეთილმოწყობილი სივრცე თითოეული სპორტსმენისთვის;
  2. “ლა მასია” – კლუბის ეკონომიკური და სპორტული მდგრადობის გარანტი;
  3. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ის, თუ როგორ იმარჯვებ. ლაპორტას თავისი იდენტურობისა და სპორტული მოდელის დაბრუნება უნდა;
  4. “ბარსა” უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის, “მონაცემთა დიდი ბაზისა” და ტექნოლოგიების მოხმარების მაგალითი;
  5. კლუბი იმუშავებს მაქსიმალურად ზრდის მეთოდიდან ინდივიდუალიზაციამდე. მნიშვნელოვანი იქნება ნიჭის მაქსიმალური გამომჟღავნება;
  6. სპორტული პროგრამა ფოკუსირებული იქნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა აზროვნება, კონკურენტული ნიშან-თვისებები და პიროვნულობა;
  7. “ლა მასიას” 5 განყოფილება ექნება – მეთოდოლოგია და ვარჯიში, მწვრთნელები, სპორტული ღირებულებები და კულტურა, სკაუტინგი, “მონაცემთა დიდი ბაზა”;
  8. ცოდნის 11 სივრცე – ფიზიკური მომზადება, სამედიცინო მომსახურება, ტრავმების პრევენცია, ფიზიოთერაპია, კვება, სპორტული ბიომექანიკა ან ახალი ტექნოლოგიები და სხვა;
  9. ხელბურთიდან დაწყებული ქალთა სპორტის ყველა სახეობის განვითარება. აღდგება კლუბის ისტორიული ბეისბოლის სტრუქტურა.

ვიქტორ ფონტი

  1. პროფესიონალ ქალთა ფეხბურთის გუნდის გენერალური მენეჯერი ლუის კორტესი იქნება, სპორტული დირექტორი კი მარკელ სუბისარეტა;
  2. ხელბურთის გუნდში ნდობას ვუცხადებთ დავიდ ბარუფეტს. პროექტის ხელმძღვანელი ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი ალვარო ფერერი იქნება;
  3. შეიქმნება მხატვრული ცურვისა და ჭადრაკის წრეები;
  4. ჰოკეის გუნდში განხორციელდება სრული რეკონსტრუქცია, შეიქმნება ჰოკეის სკოლა. პროექტის ხელმძღვანელი ნანდო პუჟალტე იქნება;
  5. შეიქმნება “მწვრთნელების მასია”;
  6. ჩვენს გუნდში იმუშავებს გამოცდილი ფსიქოლოგი ინმა პუჩი;
  7. ჟორდი კრუიფი პირველი გუნდის სპორტული დირექტორი იქნება, ტიტო ბლანკო – ტექნიკური მდივანი. გარსია პიმიენტა კვლავ “ბარსელონა ბ-ს” მთავარი მწვრთნელი იქნება. ასევე შემოგვიერთდებიან ჟოან ვილა და ალბერტ ბენაიხესი;
  8. რონალდ კუმანი პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დარჩება.

ტონი ფრეიშა

  1. შესაფერისი მმართველობის წყალობით “ლა მასიას”, “ბარსა ბ-სა” და პირველი გუნდის წარმატების ახალი ციკლი დაიწყება;
  2. აღდგება საჩემპიონო მოდელი: ჩვენს ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეებს მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელები შეუერთდებიან, რომელთაც “ოქროს ბურთის” მოგების ამბიცია აქვთ;
  3. სპორტულ დეპარტამენტს პროფესიონალებს მივანდობთ, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და რომლებიც პატივს სცემენ კლუბის პირად ღირებულებებს;
  4. ნიჭის, ტაქტიკური ინტელექტისა და ბურთის ფლობის წყალობით თამაშებზე კონტროლის მოპოვება;
  5. ლეო მესის მომავლის უზრუნველყოფა “ბარსელონაში” ყველაზე უპირატესი გზით. გიამბობთ იმის შესახებ, თუ რა შორს შეიძლება წავიდეთ იმისათვის, რომ ის კარიერის ბოლომდე აქ დარჩეს;
  6. ქალთა გუნდების გაუმჯობესება. “ბარსას” სტილის დანერგვა ყველა გუნდში;
  7. “პალაუ ბლაუგრანას” ხელშეწყობა;
  8. სპონსორების ინტენსიური მოძიება კატალონიურ კომპანიებს შორის;
  9. “ბარსას” დონის ფეხბურთელების აღზრდა. ახალი “პალაუ პლაუგრანას” მშენებლობის დაჩქარება.

გავრცელებული ცნობებით, “ბარსას” ახალი პრეზიდენტის ვინაობა ხვალ ღამით თბილისის დროით 02:00 საათზე გახდება ცნობილი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • nika 54
    07 მარ 2021, 11:51

    ლაპორტა თითქოს ცეკვავს, კენწვლის დროს.

  • El pistolero 9
    07 მარ 2021, 02:06

    ფონტმა მარტო ის თქვა ვინ რა თანამდებობაზე იმუშავებს🤣🤣🤣ფრეიშას პროექტიც კი ჯობია მაგისას.ვაკანსიებს ავსებდა ამდენი ხანი

  • ბასქუ10
    06 მარ 2021, 23:08

    ფონტს ფრეიშა ჯობია ამ პროექტით მაგრამ ლაპორტა რათქმაუნდა ყველაზე კლასნია

  • me da barca
    06 მარ 2021, 22:07

    ლაპორტა და ფონტის შორის რამხელა სხვაობაა. პირველი პრიორიტეტებზე საუბრობს, იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს, მეორე კი ამა თუ იმ თანამდებობაზე ვინ იმუშავებს.

  • Araujo
    06 მარ 2021, 21:01

    ლაპორტა აქაც მაგარია რა

  • AF10
    06 მარ 2021, 20:16

    ფონტის პროექტზე მეტად ფრეიშა უფრო მომეწონა :დდ

  • რემკა
    06 მარ 2021, 20:02

    ლაპორტა კლასნია ეტყობა კენწვლაზე.

  • ROUCH
    06 მარ 2021, 19:47

    ლაპორტა ლაპორტაო და ტონი ფრეიშამ რო მოიგოს ჩავიჯვავ სიცილით

  • GiorgiGabe99
    06 მარ 2021, 19:36

    ფონტი რეებს ბაზრობს. ეხლა უნდა კუმანის დარჩენა თურმე ხავიმ უარი რო სტკიცა joy

  • Always cule
    06 მარ 2021, 19:31

    ლაპორტა მოიგებს დიდი უპირატესობით