ლა ლიგამ "მალიორკა" 301 ევროთი დააჯარიმა

ლა ლიგამ "მალიორკა" 301 ევროთი დააჯარიმა

"მალიორკა"-"ბარსელონას" მატჩზე მოედანზე ქომაგის მოულოდნელად შეჭრის გამო ლა ლიგამ კუნძულელები 301 ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას Cadena COPE ავრცელებს. გამოცემის ცნობით, "მალიორკას" წინააღმდეგ ეს ერთადერთი სანქცია იქნება. რაც შეეხება მოედანზე შეჭრილ გულშემატკივარს, მისი ბედი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. 

"ლა ლიგას ამ მოველნაზე შესაბამისი რეაგირება ექნება, გვსურს აბსოლუტურად დავგმოთ მსგავსი ტიპის საქციელი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და რისკის ქვეშ აყენებს მთელს ტურნირს," - ნათქვამია ლა ლიგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსული პანდემიის გამო ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრები გულშემატკივართა გარეშე ტარდება, თუმცა ერთ-ერთმა ქომაგმა მაინც დაარღვია პროტოკოლით გათვალისწინებული წესები და თამაშის მიმდინარეობისას მინდორზე შეიჭრა. მან ჯერ ჟორდი ალბასთან მოახერხა ფოტოს გადაღება, შემდეგ კი იმავეს გამეორება მესისთანაც სცადა, თუმცა დაცვა მოედნიდან იძულებით გაიყვანა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Roma Shelo
    სტუმარი [?]
    #5 16 ივნისი 2020 19:50
    0
    301 ევრო რაიყო ქართული გუნდი ხო არა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ივნისი 2020 18:06
    1
    რა ამბავია ამხელა თანხა. ამაზე მეტს ბარსას ბუზის შეფრენისთვის დააჯარიმებდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 ივნისი 2020 15:35
    1
    გრამატიკას მიხედეთ, სირცხვილია.... "ლა ლიგას ამ მოველნაზე შესაბამისი რეაგირება ექნება; თუმცა დაცვა მოედნიდან იძულებით გაიყვანა.
    [?]
    #2 16 ივნისი 2020 13:49
    5
    კამპ ნოუზე რო მომხდარიყო 3 მილიონი იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 ივნისი 2020 13:08
    4
    ცოტაც და გაკოტრდებოდა გუნდი :დ :დ
    --------------------
    GRACIES JOHAN...