ლა ლიგა მოედანზე შეჭრილ გულშემატკივარს უჩივლებს

ლა ლიგის ხელმძღვანელობა სასამართლოში უჩივლებს გულშემატკივარს, რომელიც გუშინ, "მალიორკასა" და "ბარსელონას" შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შეიჭრა, ინფორმაციას Reuters-ის ჟურნალისტი ავრცელებს.
"ლა ლიგა სასამართლოში უჩივლებს ადამიანს, რომელიც "მალიორკა" - "ბარსელონას" შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შეიჭრა, რათა ლიონელ მესისთან ფოტო გადაეღო. როგორც ხელმძღვანელობა აღნიშნავს, ამ ადამიანის ქმედებას შეგვიძლია დანაშაული ვუწოდოთ, რადგან მსგავს სიტუაციაში ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგება." - ნათქვამია რიჩარდ მარტინის განცხადებაში.
თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ მოედანზე პირბადის გარეშე შეჭრილ გულშემატკივარს ეს ყველაფერი პანდემიამდე ჰქონდა დაგეგმილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]