ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 იანვარს მოხდა.

თამაშები

16 იანვარს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს და 8 ფრედ დაასრულეს.

1910 წელი

კატალონიის ჩემპიონატში “სენტრალთან” გამართული შეხვედრა “ბარსელონამ” 12-0 მოიგო. გოლები ფორნსმა (3), კომამალამ (5), უოლასმა (3) და ლიონსმა გაიტანეს.

1920 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1944-1950) და მწვრთნელი (1963) ჟოზეპ გონსალვო. ფეხბურთელობის დროს მან 3-ჯერ ლა ლიგა, ერთხელ ლათინური თასი და 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, ხოლო მწვრთნელობის დროს ქვეყნის თასი მოიგო.

1935 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1982-83) უდო ლატეკი. მან გუნდს 1982 წელს თასების მფლობელთა თასი მოაგებინა.

1947 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კიკე კოსტასი. 1971-80 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით ლა ლიგაში 170 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. კოსტასმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი და ბაზრობათა თასი (ახლანდელი ევროპა ლიგა) მოიგო. 1987-1989 წლებში ის “ბარსელონა C-ს” მწვრთნელი იყო, ხოლო 1989-1996, 2002-2003 და 2005-2007 წლებში “ბარსა ბ-ს” თავკაცობდა.

1959 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რამონ კალდერე. 1984-1988 წლებში მან ლა ლიგაში 110 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის თასი.

1980 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი სეიდუ კეიტა. მალელმა ნახევარმცველმა, 2008-2012 წლებში, “ბარსელონას” მაისურით 188 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. მან 3-ჯერ  ლა ლიგა, 2-ჯერ თასი, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის სუპერ თასი და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2014 წელი

ჩავიმ “ბარსელონას” მაისურით მე-700 თამაში ჩაატარა. ეს “ხეტაფესთან” თასზე გამართულ შეხვედრაში (2-0) მოხდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • Albicelecte
    16 იან 2021, 14:53

    ერთგული ჯარისკაცი სეიდუ, უღალატო და საიმედო barca-6

  • C.PC5
    16 იან 2021, 11:52

    კეიტა მაგარი კაცი გვყავდა სათადარიგოზე❤️

  • BEQA BARCA
    16 იან 2021, 11:04

    ყველაფრერი კარგი რამ მომხდარა ამ დღეს 12-0 მომეწონა😁😁