workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ესპანეთის სუპერ თასი, შესაძლოა, ეგვიპტეში გაიმართოს

ესპანეთის სუპერ თასი, შესაძლოა, ეგვიპტეში გაიმართოს

bolt მოკლედ
აზიის თასის გამო საუდის არაბეთი ესპანურ ტურნირს ვერ უმასპინძლებს, რის გამოც ახალი მასპინძლის შერჩევა გახდა საჭირო.

ესპანეთის მომავალი სუპერ თასი კვლავ მასპინძლის ძიებაშია. საუდის არაბეთთან კონტრაქტი ამ გათამაშებისთვის აზიის თასის გამო შეჩერებულია, რომელიც 7 იანვრიდან 5 თებერვლამდე იმართება. ამან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას საშუალება მისცა, ტურნირის მასპინძლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული უამრავი შეთავაზება განიხილოს.

კატარის ვარიანტი, რომელიც კალენდარული კონფლიქტის ფონზე გარანტირებულად ითვლებოდა, ახლა ჰაერშია გამოკიდებული ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების გამო – მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე მიიტანეს იერიში, თეირანის საპასუხო სამიზნეებს შორის დოჰაც მოიაზრება. კატარი, სადაც ფეხბურთს ჩვეულებრივად თამაშობენ, მასპინძლობაზე უარს არ ამბობს, თუმცა ეს სცენარი საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

ალტერნატივები და ეგვიპტის ინტერესი

ამავდროულად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში შეთავაზებების შესვლა არ წყდება: აშშ, მექსიკა, ჩინეთი… და ასევე ეგვიპტე. ფარაონების ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ესპანურ მხარეს დაუკავშირდა, რათა სუპერ თასის კაიროში ჩატარების შესაძლებლობა განიხილონ. ამ ქვეყანაში ესპანური ფეხბურთის მიმართ უდიდესი ვნება აქვთ, ამიტომ ტურნირის წარმატება გარანტირებულია.

ორ ფედერაციას შორის ურთიერთობა მას შემდეგ უფრო გაღრმავდა, რაც მარტში “ფინალისიმას” გადადების გამო შექმნილი რთული სიტუაცია მოგვარდა და კორნელიაში ამხანაგური მატჩი დაიგეგმა. გარდა ამისა, ეგვიპტის ფედერაციამ მადლიერება გამოხატა ესპანური მხარის რეაქციის გამო იმ შეძახილებზე (“ვინც არ ხტება, მუსლიმია”), რომლებიც აღნიშნული მატჩის დროს გაისმა.

ნახევარფინალური წყვილები

ესპანეთის სუპერ თასი თებერვლის პირველ კვირაში გაიმართება და მისი ნახევარფინალური წყვილები უკვე ცნობილია: “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება, ხოლო “რეალ მადრიდი” – “რეალ სოსიედადს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • giggs_ni
    giggs_ni გულშემატკივარი
    schedule 24 ივლ 2026, 04:28
    #3

    ფეხბურთს დედას უხნავენ

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 21 ივლ 2026, 00:19
    #2

    რა დებილობა მოიგონეს

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 17 ივლ 2026, 19:44
    #1

    რამდენი უნდა გადაუხადონ, რო წასვლად ღირდეს.