“ატლეტიკოსთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში (1-2) მარკუს რაშფორდის გამათანაბრებელმა გოლმა ჰანსი ფლიკის ეპოქაში მესამე ასეული დააფიქსირა და ლევანდოვსკიმ გამარჯვების გოლით მაჩვენებელი 301-მდე გაზარდა
“ბარსელონამ” ახლა უკვე 301 ოფიციალური გოლი გაიტანა ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით. გერმანელი მწვრთნელის გაწვრთნილ გუნდს 107 მატჩში საშუალოდ 2.81 გოლი აქვს გატანილი. გუშინ მარკუს რაშფორდის გამათანაბრებელმა გოლმა საერთო რაოდენობა 300-მდე აიყვანა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკის გამარჯვების გოლმა ეს მაჩვენებელი 301-მდე გაზარდა. გასული სეზონი 174 გოლით დასრულდა, რაც კლუბის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე 127 გოლია გატანილი.
შემტევი ძალა ყველა ტურნირზე
ეს 301 გოლი ოთხ ტურნირზე გადანაწილდა, რომლებშიც “ბარსელონა” ასპარეზობდა (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი). მხოლოდ ლა ლიგაში, ფლიკის ხელმძღვანელობით, “ბლაუგრანამ” 68 მატჩში 182 გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონამ” 24 მატჩში 73 გოლი გაიტანა. ესპანეთის თასზე კატალონიელებმა 11 მატჩში 31-ჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება, ხოლო ესპანეთის სუპერ თასზე ოთხ მატჩში 15 გოლი დაამატეს.
ლევანდოვსკი ლიდერობს
ფლიკის ეპოქაში საუკეთესო ბომბარდირი ლევანდოვსკია. “მეტროპოლიტანოზე” გატანილი გამარჯვების გოლით მან თავისი მაჩვენებელი 88 მატჩში 60 გოლამდე გაზარდა. პოლონელს მოსდევს რაფინია (53 გოლი 87 მატჩში), ლამინ იამალი (39 გოლი 94 მატჩში), ფერან ტორესი (35 გოლი 84 მატჩში) და დანი ოლმო (20 გოლი 76 მატჩში).
სასწაული შედეგია ნამდვილად
ძაან მაგარი შედეგია
იდეაში ლევანდოვსკის პრაიმი უკვე გადავლილია და ტიპი მაინც რა სტატისტიკას დებს. 60 გოლი 88 მატჩში და ეს უკვე სიბერეში. პრაიმში რომ იყოს მატჩზე მეტი გოლი ექნებოდა.
7 ქულა 8 მატჩში? როგორ უნდა ამოქაჩონ, ჩვენ რა დავჯდებით და ვუყურებთ როგორ მოიგებს რეალი სუყველა თამაშს? ჩემპიონები ფაქტიურად გავხდით, 7 ქულა ლა ლიგაში 8 კი არა 10 მატჩშიც არავის არ ამოუქაჩია. ისე საინტერესო კომენტარი ვნახე რუსულ სპორტზე სადაც ბარსას ფანი ასე წერს რეალის წაგებაზე: როგორ რეალი აგებს და არცერთი პენალტი არ მიუცია მსაჯსო? პერეს დროზე გაარკვიე ეგ საქმეო.
@LEVANII გეთანხმები, თუმცაა ამ რეალს რო
ვერ მოვუგოთ, და ამ ფარჩაკ არბელოას რავი მაშინ რატო თამაშობს ბარსა ფეხბურთს, ჯერ კი ბატონო არ მორჩენილა სეზონი და თან სიმეონეს ნაჯახებთან ღმერთმა იცის რა მოხდება, ტრავმებია მხრივ, რეალს სულ რო მესამე სასტავით ან ბარსას ქალთა გუნდით ვეთამაშოთ მაინც მაგრად უნდა დავჩაგროთ…
გენიოსია
Შვიდი ქულა არარი ცოტა მაგრამ ჯერ თავი ქუდში ნამდვილად არ გვაქ რეალამდე ესპანიოლს და სელტას ვხვდებით სახლში და ორი ძალიან რთული გასვლა გვაქ ხეტაფესთან და ოსასუნასთან ამ მატჩებში თუ ეს შვდქულიანი უპირატესობა შევინარჩუნეთ რაც არ იქნება მარტივი მერე შეიძლება იმის თქმა რომ ჩემპიონები ვართ რეალთან თამაში როგორც არ უნდა დასრულდეს