აიალა: მესი ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა

აიალა: მესი ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა

"ვალენსიას", "ვილიარეალისა" და "სარაგოსას" ყოფილმა მცველმა, რობერტო აიალამ, 90Min-თან ინტერვიუში, ლიონელ მესიზე ისაუბრა. აიალამ აღნიშნა, რომ მესი ყოველთვის მორიდებული ადამიანი იყო და მისი ხმა იშვიათად ისმოდა, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.

"მესის სურდა ისე მოვქცეოდით, როგორც ყველას. არ სურდა, რომ თავი განსაკუთრებულად ეგრძნო. ბოლო რამდენიმე წელში, ის საგრძნობლად შეიცვალა, დღეს ის ნამდვილი ლიდერია." 

"როცა ნაკრებში პირველად გამოჩნდა, საერთოდ ხმას არ იღებდა, მხოლოდ იმას აკეთებდა რაც ევალებოდა, გადიოდა მოედანზე და ვარჯიშობდა. თუ ვარჯიში არ გვქონდა, მთელი დღე საკუთარ ოთახში იყო."

"დღეს ის ნამდვილი კაპიტანია. ყოველთვის საუბრობს თანაგუნდელებთან, აინტერესებს, თუ როგორ გრძნობენ თავს და რაც მთავარია, გუნდს თამაშის წინაც კარგად ამხნევებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.