MD: "ბარსელონა" არნაუ ტენასს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

MD: "ბარსელონა" არნაუ ტენასს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" და არნაუ ტენასი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში იწურება.

მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს მომავალ სეზონში "ბარსა ბ-ში" დააწინაურებენ. იგი ამჟამად 19-წლამდელთა შემადგენლობაში ასპარეზობს. კატალონიელთა სარეზერვო გუნდში არნაუს დებიუტი გასულ წელს შედგა, სადაც პიმიენტას გუნდმა 2:1 იმარჯვა.

ტენასი თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა. 18 წლის ასაკში მას მოქნილობა, ფეხით კარგად თამაში და ლიდერის თვისებები ახასიათებს.

არნაუს, რამდენჯერმე, ერნესტო ვალვერდესა და კიკე სეტიენის ხელში, პირველ გუნდთან ერთადაც უვარჯიშია. 2018 წლიდან ესპანელს "ბლაუგრანას" 19-წლამდელთა გუნდში 51 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც მან კარი მშრალად 25-ჯერ შეინახა და 44 გოლი გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ტენასი ბურთს მხოლოდ ყოველ 104 წუთში ერთხელ უშვებს, რაც შესანიშნავი შედეგია. გარდა ამისა, მან ჩატარებული მატჩების 49%-ში კარი მშრალად შეინახა.

UEFA-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, 2018-2019 წლების სეზონში, ახალგაზრდა მეკარემ "ბარსელონას" ნახევარფინალამდე მისვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, სადაც 9 მატჩში კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა. სამწუხაროდ, ნახევარფინალში, "ჩელსის" წინააღმდეგ, პენალტების სერიაში ესპანელი გუნდს ვერ დაეხმარა.

ამ სეზონში, ზემოთაღნიშნულ ტურნირზე, ტენასმა კარი მშრალად პრაღის "სლავიასთან" (4:0) მატჩში შეინახა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 აპრილი 2020 18:08
    1
    გადაყარე ეგ შავი ხელთათმანები ტიბო კუტუას აცვია მასეთები