workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Onda Cero: ხუან ბერნატი “ბარსას” უფასოდ შეუერთდება

Onda Cero: ხუან ბერნატი “ბარსას” უფასოდ შეუერთდება

სულ ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ “ბლაუგრანა” პსჟ-ს მარცხენა მცველის, ხუან ბერნატის, დამატებას შეეცდებოდა

Onda Cero იტყობინება, რომ ვიქტორ ფონტის გაპრეზიდენტების შემთხვევაში 27 წლის მცველი “ბარსას” უფასოდ შეუერთდება.

პარიზულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის. ხუანს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება ადრეული ასაკიდან აქვს. 2011-14 წლებში ის “ვალენსიაში” ასპარეზობდა. კატალონიური კლუბის წინააღმდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდითაც უთამაშია, როდესაც 2015 წელს ტურნირის ნახევარფინალში, “ბაიერნის” ღირსებას იცავდა.

ვიქტორ ფონტის აღნიშნული დაპირება ძალიან მინიმალისტურად მოჩანს იმ მიზნებთან შედარებთ, რომელსაც ჟოან ლაპორტა ისახავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (24)

  • Le0_Barca
    schedule 13 დეკ 2020, 01:06
    #24

    კარგი ვარიანტია…

  • AGU3RO
    schedule 12 დეკ 2020, 13:19
    #23

    ალბას შემცვლელად ცუდი არიქნება.

    იდეაში კაი გამტანი მცველია და რავი არამგონია ფონტმა მოიგოს

  • Don_Andresito
    schedule 12 დეკ 2020, 04:09
    #22

    სტუმარი guga,
    ალეხანდრო ბალდე გვყავს უნიჭიერესი ბიჭი ბ გუნდში

  • სტუმარი guga
    schedule 12 დეკ 2020, 00:50
    #21

    akieme ro gaanatxovres magas ro miscet shansi araa kuku iyo grimaldo iyo arcerts armisces shansi da arc iwereba magat dabrunebaze araferi mirandac gaqra