workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერენცვაროში-ბარსელონა – რონალდ კუმანი მატჩის შემდეგ

ფერენცვაროში-ბარსელონა – რონალდ კუმანი მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა “ფერენცვაროშთან” მატჩის (0-3) შემდეგ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

დასაწყისში კარგად ვითამაშეთ. შესანიშნავი გოლები გავიტანეთ და უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო.

“იუვენტუსის” დამარცხება და ჯგუფში ქულების მაქსიმუმის მოპოვება შესანიშნავი იქნებოდა. შეტევაში დიდი კონკურენციაა. კარგი გუნდი გვყვავს და რამდენიმე ფეხბურთელის დასვენება შევძელით.

ძალიან ბედნიერი ვარ შედეგითა და გუნდის თამაშით. ახლა უკვე “კადისთან” დაპირისპირებაზე ვფიქრობთ.

ყველა მატჩში უნდა ვაჩვენოთ, რომ მოგება გვწყურია. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ერთსა და იმავე შემართებით ვთამაშობთ.

გრიზმანის ინტერვიუ ვალდანოსთან? დაე, ვალდანო ყოველ კვირას მოვიდეს (იცინის).

ბოლო დროს კარის ხაზთან ეფექტურობა გაიზარდა. ეს კარგი ცვლილებაა. დაახლოებით 5 მომენტიტან 3 გოლის გატანა შევძელით.

პირველ ტაიმში შესანიშნავი გოლები გავიტანეთ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი იყო პრესინგიც. გვინდა, ასე თამაში და სახიფათო მომენტების შექმნა გავაგრძელოთ.

გრიზმანი ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობდა თამაშისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. მას ახლა გოლები გააქვს. თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ის ასე გააგრძელებს.

სწორი გზით მივდივართ. ბოლო დროს რამდენიმე ასპექტი გავაუმჯობესეთ, განსაკუთრებით ბურთის გარეშე თამაში და ეფექტურობა. გაიზარდა კონკურენციაც, რაც კარგია. თუმცა, შეგვიძლია კვლავ უამრავი რამ დავხვეწოთ, განსაკუთრებით დაცვაში თამაში.

ჩვენი განწყობა ვერც “რეალზე” და ვერც “სევილიაზე” დამოკიდებული ვერ იქნება. “ატლეტიკოსთან” 9 ქულა გვაშორებს. თუ “რეალსა” და “სევილიას” საქმე ცუდად მისდით, ეს ჩემი პრობლემა არაა.

დემბელე შესანიშნავი ფეხბურთელია. უსმანი მაღალი დონის მოთამაშეა. იგი ძალიან სწრაფია, შესანიშნავია ერთი-ერთზე, კარგად თამაშობს ორივე ფეხით… ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის ძალიან კარგად გამოიყურება ფიზიკურად. მწვრთნელისთვის გადაწყვეტილებების მიღებას რთულია, როდესაც დემბელე ასე თამაშობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • ამბოკარი
    schedule 05 დეკ 2020, 11:15
    #9

    მესი აკეთებს ბარსას თამაშებს და არა ლიმანი, კუმანის როლი მინიმალურია ბარსაში.

  • El pistolero 9
    schedule 03 დეკ 2020, 12:35
    #8

    basa7,
    ფერნანდესის რა ვთქვა.როცა პიანიჩი და ბუსკეცი წავლენ მორიბა უნდა დააწინაურონ ბარსა ბ-დან

  • basa7
    schedule 03 დეკ 2020, 11:22
    #7

    ალენიაბოლო ორი ტამაშია ზალიან კარგია, არ უნდა გაუშვან, პუჩი, პედრი, ალენია, ფერნანდესი, დეიონგი ესენიმომავლის ბარსას ნახევარდაცვაა როცა ბუსკეტსი და პიანიჩი არ იქნებიან

  • me da barca
    schedule 03 დეკ 2020, 10:19
    #6

    ციტატა: Griezzy7
    ზამთარში ალენია გაუშვან და გარსია მოიყვანონ თორე დაცვაში დაგვერხევა ძლიერ გუნდებთან grimacing grimacing

    ზაფხულში კიდე ფირპო. უმტიტი. მატეუსი და ბრეიტვეიტი (თუ ფორვარდს მოიყვანენ) უნდა გავუშვათ და მარცხენა მცველი და ცენტრალური მცველი უნდა დავიმატოთ.
    დეპაი უფასოდ მოვა kissing_heart heart_eyes


    ალენია გაუშვან? ზე ტალანტი?

  • Giorga
    schedule 03 დეკ 2020, 08:28
    #5

    C.PC5,
    ისიც მაგარია გალანდია როაა გვარად

  • Don_Andresito
    schedule 03 დეკ 2020, 07:39
    #4

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: C.PC5
    ბოლო სამ თამაშში მოხოდა გუნდი ბაზარი არაა. მარა 90 წუთი მოედანზე ფიცარივით რომაა ცოტა შემოუძახოს ხოლმე გუნდს ხო შეიძლება. დაჭირდება ეს მომავალში და მერე გვიან არ მოუვიდეს. პირველი ნახევარი საათი დაგლიჯეს მერე ისე იყვნე თუ გავიტან კაი თუარა და მაინც კაიო. ძალებს ზოგავდნენ და არ იკლავდნენ თავს, რაც ნაწილობრივ კარგიცაა. ახალ წლამდე უნდა დაიგან წელებზე ფეხი და მოიგონ ყველა თამაში რომ ლა ლიგაში ავიწიოთ მაღლა.


    არ შეიძლება ამისთვის ყვირილი და ხტომა ზამთარში უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა


    არცაა ეგეთი ტიპაჟი რა. სერიოზული კაცია ცანცარი არ უხდება კლოპი კი არაა. ისეთი გუნდი უნდა დააყენოს შემოძახება რო არ უნდა :დ იმედია კადისთან წყალში არ ჩაყრიან ყველაფერს

  • რივალდო-მესი
    schedule 03 დეკ 2020, 04:33
    #3

    მიდი ძმა მე მჯერა შენი. ვაბშე არ მინდოდა ამის მოსვლა მაგრამ ეხლა ძაან მჯერა. კაცია თავის საქციელითაც და სიტყვებითაც

  • • ხავიესტა •
    schedule 03 დეკ 2020, 02:58
    #2

    ციტატა: Griezzy7
    ზამთარში ალენია გაუშვან და გარსია მოიყვანონ თორე დაცვაში დაგვერხევა ძლიერ გუნდებთან grimacing grimacing

    ზაფხულში კიდე ფირპო. უმტიტი. მატეუსი და ბრეიტვეიტი (თუ ფორვარდს მოიყვანენ) უნდა გავუშვათ და მარცხენა მცველი და ცენტრალური მცველი უნდა დავიმატოთ.
    დეპაი უფასოდ მოვა kissing_heart heart_eyes


    საშინელი ტრანსფერი იქნება დეპაი. არაა 9 იანი, ჯობია ზაფხულში იყიდონ ლაუტარო.

  • C.PC5
    schedule 03 დეკ 2020, 02:46
    #1

    ბოლო სამ თამაშში მოხოდა გუნდი ბაზარი არაა. მარა 90 წუთი მოედანზე ფიცარივით რომაა ცოტა შემოუძახოს ხოლმე გუნდს ხო შეიძლება. დაჭირდება ეს მომავალში და მერე გვიან არ მოუვიდეს. პირველი ნახევარი საათი დაგლიჯეს მერე ისე იყვნე თუ გავიტან კაი თუარა და მაინც კაიო. ძალებს ზოგავდნენ და არ იკლავდნენ თავს, რაც ნაწილობრივ კარგიცაა. ახალ წლამდე უნდა დაიგან წელებზე ფეხი და მოიგონ ყველა თამაში რომ ლა ლიგაში ავიწიოთ მაღლა.