თითქოს რთული ასარჩევი იყო, მაგრამ ალბამ დიდი სხვაობით მოიგო. ახლა კი მგონია, რომ ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ამბავს მივადექით. ორი ცენტრალური მცველია ასარჩევი. შემთხვევითი ხალხი აქ ვერ მოხვდება. ბევრი არავისზე დაიწერება. კანდიდატი მხოლოდ ოთხია. ოთხივე ძალიან გამორჩეული, ადგილი კი ორი ცალი გვაქვს. კომენტარებში უნდა დაწეროთ წყვილი, არა ერთი, არამედ ორი ცენტრალური მცველი.
მაშ ასე, დავიწყოთ.
კარლეს პუიოლი (1999-2014)
🔵 ტიტულები:
✔ 6x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 4x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 3x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ 2x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი
✔ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ნაკრების ამბავია, მაგრამ ვახსენოთ;
“ბარსელონაში” ჩაატარა 682 მატჩი.
გაიტანა 25 გოლი.
შეასრულა 14 საგოლე გადაცემა.
ბარსას სული და გული. ალბათ მაინც საუკეთესო კაპიტანი კლუბის ისტორიაში. არასდროს სხვა კლუბში არ უთამაშია, მხოლოდ “ბარსელონა” იყო მისი კარიერა. პუიოლი გამოირჩეოდა ლიდერის თვისებებით, იყო დისციპლინისა და ბრძოლის უნარიანობის მაგალითი. ერთგვარი გამაერთიანებელი ფიგურა, კონფლიქტი არასდროს არავისთან ჰქონია, შენიშვნას კი მხოლოდ იმათ აძლევდა ვისაც კლუბისთვის ზიანი მოჰქონდა. პუბლიკის მხარდაჭერა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ლუიშ ფიგუ პირველად დაბრუნდა “კამპ ნოუზე”, კარლესმა მარცხენა ფლანგზე ითამაშა და ფიგუს ფეხი არ გაანძრევინა. მას მერე კულეების საყვარელ ფეხბურთელად იქცა და ასეა დღემდე.
რონალდ კუმანი (1989-1995)
🔵 ტიტულები:
✔ 4x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 3x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა (ასევე მოგებული აქვს პსვ-ს შემადგენლობაში)
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ ევროპის ჩემპიონი (’88)
✔ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (8 გოლი) ერთადერთი მცველი ვინც ეს შეძლო
✔ გადამწყვეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში (92 წელი)
“ბარსელონაში” ჩაატარა 264 მატჩი.
გაიტანა 88 გოლი.
შეასრულა 12 საგოლე გადაცემა.
უმნიშვნელოვანესი ფიგურა “ბარსელონასთვის”. კრუიფის დრიმ თიმის გამორჩეული წევრი. მართალია უმეტესად ლიბეროდ თამაშობდა, მაგრამ ამ 11 კაცში უკანა ხაზშია მისი ადგილი. კუმანი არის ყველა დროს ყველაზე გამტანი მცველი, უმეტესად გაჰქონდა პენალტები და ჯარიმები, მაგრამ შეტევაში ხშირად ერთვებოდა და ასეც უამრავი აქვს შეგდებული. უმეტესად შორი მანძილიდან, ასეთი დარტყმა იშვიათია. გამოსარჩევია მისი გოლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “პორტუსთან”, (ფაქტობრივად ნიდერლანდებიდან დაარტყა) და რა თქმა უნდა, გოლი ფინალში, რის ხარჯზეც ბარსამ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ჟერარ პიკე (2008 – 2023)
🔵 ტიტულები:
✔ 9x ლა ლიგა
✔ 7x კოპა დელ რეი
✔ 6x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 3x ჩემპიონთა ლიგა ( მეოთხე მოგებული აქვს “მანჩესტერის” შემადგენლობაში)
✔ 2x უეფას სუპერ თასი
✔ 3x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი
✔ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (ევრო ორჯერ)
✔ შაკირას ქმარი
“ბარსელონაში” ჩაატარა 616 მატჩი.
გაიტანა 53 გოლი.
შეასრულა 13 საგოლე გადაცემა.
უნიჭიერესი ფეხბურთელი. ლა მასიას გამორჩეული თაობის გამორჩეული წევრი. გაანათხოვრეს ჯერ “სარაგოსაში”, მერე “მანჩესტერში”. გვარდიოლამ დააბრუნა და პირველივე სეზონში გაიბრწყინა. სერ ალექსი ავტობიოგრაფიაში წერს, რომ ყველაზე მეტად ორი ფეხბურთელი გაშვებას ნანობდა – ერთი იაპ სტამი იყო, მეორე ჟერარ პიკე. ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ცენტრალური მცველი ფეხბურთის ისტორიაში, გამოირჩეოდა პირველი პასით, და მისი ტიპის მცველის პირობებში საკმარისადაც გაჰქონდა. მთავარი მინუსი არასტაბილურობა იყო, პიკემ უკმაყოფილების გრძნობა დაგვიტოვა, მისი ნიჭის მქონე ფეხბურთელს გაცილებით მეტი შეეძლო.
მიგელ ბერნარდო ბიანკეტი, “მიგელი” (1973-1988)
🔵 ტიტულები:
✔ 2x ლა ლიგა
✔ 4x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 2x თასების თასი
✔ 2x წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1978, 1985)
“ბარსელონაში” ჩაატარა 550 მატჩი.
გაიტანა 27 გოლი.
პუიოლი პუიოლამდე. მისი ზედმეტსახელიც ტარზანი იყო. ასევე გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით და ლიდერის თვისებებით. თასის ფინალი, 1979 წელს, მოტეხილი ლავიწის ძვლით ითამაშა. მართალია ჩვენს ფოტოზე მისი ადგილი აღარ დაგვრჩა, მაგრამ აუცილებლად სახსენებელი კაცია. ერთი ეგ არის, რომ მისი თაობისა საიტზე ბევრი არავინ გვეყოლება და შესაბამისად, ხმებიც მოაკლდება.
ასევე ვახსენოთ რაფა მარკესი, მასკერანო და გოიკოეჩეა. თუმცა, ყველა დროის სიმბოლურში მოსახვედრად ეს ხალხი არ გამოგვადგება. მთავარი ბრძოლა მაინც ამ ოთხეულს შორის უნდა იყოს.
ხმის მიცემა გახსნილად გამომიცხადებია. არ დაგავიწყდეთ, ხმას აძლევთ წყვილს – ორ ცენტრალურ მცველს. დაწერეთ ორივე.
ლენგლე უმტიტი
პუიოლი-პიკე
პიკე
მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება მადრიდში რეალის 2:6 განადგურება. ახლაც შენახული მაქვს ის მატჩი UHD ხარისხით და 6 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე კომენტატორებისა. ახლა კატალონურზე ვუყურებ ხოლმე გადახვევებით, რომელიც ორ კომენტატორს პარალელურად მიჰყავს – ერთს ადგილობრივი და მეორეს ესპანური ენით. მოკლედ, ფანტასტიკაა რა. პუიოლის გოლის მერე ყვიროდა კალატონელი: პოღოლ, პოღოლ,პოღოლ, პოღოლ-ღოლ-ღოლ-ღოლ-ღოლ-ღოლ. პიკემ რომ დააფინიშა, სულ პიკენბაუერი იძახა და სინქ ონ ბერნაბეუუუუ – დააბოლოვა. ასე რომ მეორედ ვწერ – კარლესი+შაკირას ქმარი.
პ.ს.: ბევრს თუ გამოხტებიან ხოლმე საძმოს რეალისტები, ეგრევე მაგ თამაშს ვურთავ ხოლმე ტელევიზორში…
პუიოლი უკონკურენტოა. მეორე წყვილში პიკე, კუმანი, მასკერანოს შორის ვიჭედები. პიკეს დრომ მეტი სიხარული მომიტანა და უკეთაც მახსოვს, ამიტომ იყოს 2 ,,პ" პუიოლი-პიკე.
პუიოლი და პიკე. რა ვქნა ვისი თამაშიც კარგად არ მახსოვს თავს ვერ დავდებ. და ამ ორმა რო სასწაულები აკეთა ფაქტია. ისიც სათქმელია, კუმანის ფეხბურთი და პიკესი სხვადასხვა ეპოქაა და მაინც ის ძველი ფეხბურთი ახალთან ვერც ტემპით და ვერც ტექნიკით ახლოსაც ვერ მოვიდოდა.
პოღოლი და სოფო ბედიას ქმარი (შაკირიჩ ბერნაბეუ)
თვითონ ლაპორტამაც იცის რომ დატოვებული აქ ადგილი😀 2+ მილიარდი ვალი დაადო კლუბს სასამართლო დავებშია რეალთან 6 კლუბის ვალი აქვს მესი უპირისპირდება ვინც სტადიონზე მესი შეუშვა ის სამსახურიდან კინაღამ გააგდო და რისი იმედი უნდა ქონდეს
მოვა არჩევნები და ვნახავთ ვინ რას დატოვებს. ვალი დღევანდელ სამყაროში არაფერს წარმოადგენს. გუნდს სპორტული პროექტი აქვს,ტიტულები დაიდო,სტადიონი აშენდა,ხლამი გაიწმინდა და იგროკები მოვიდნენ,ხელფასები შემცირდა. სხვა სხვის ომში ბრძენია…
ხლამისგან გაიწმინდა არა?! კლუბია თუ კათარზისი ვერ გამიგია, არაუხოს, კრისტენსენს ტოვებენ, გეგონება რამე ვალი გვაქვს მაგათ წინაშე, გუნდს ფერანის ამარა ტოვებენ, მცველი არ მოჰყავთ, საზიზღრად იქცევიან.
პიკე პუიოლი მიუხედავად იმესა რო პიკე ბოლო სეზონებში სრული კატასტროფა იყო
კლემენ ლენგლე