ტერ შტეგენი: "ბარსელონას" გულშემატკივრებს განსაკუთრებული გემოვნება აქვთ

ტერ შტეგენი: "ბარსელონას" გულშემატკივრებს განსაკუთრებული გემოვნება აქვთ

"ბარსელონას" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აცხადებს, რომ მას სტადიონებზე საუბარი და სხვადასხვა არენებზე შექმნილ კულტურაზე დაკვირვება უყვარს.

El Pais-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, გერმანელმა მეკარემ "კამპ ნოუზე" შექმნილ კულტურაზე ისაუბრა და ის გერმანულ სტადიონებს შეადარა.

"ვფიქრობ, ეს ყველაფერი კულტურას უკავშირდება. მაგალითად, "კამპ ნოუზე" უნიკალური გარემოა შექმნილი. აქაური მენტალობა გერმანიის სტადიონებისგან რადიკალურად განსხვავდება. აქ, ხალხი კონცენტრირებას გუნდზე ახდენს.

"ბარსელონას" გულშემატკივრები ინდივიდუალურ დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევენ. როგორც ჩანს, მათ განსაკუთრებული გემოვნება აქვთ და მე ეს მომწონს.

მომწონს, როდესაც, მაგალითად, დე იონგი რამეს გააკეთებს და ხალხი ამას აღნიშნავს. ეს განსხვავებული და ძალიან საინტერესოა. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში არ მღერიან, მაგრამ კონკრეტულ მომენტში მხარს გიჭერენ, მაშინ, როდესაც ეს განსაკუთრებით გჭირდება."

ტერ შტეგენმა სხვა სტადიონებზეც ისაუბრა: "სან პაოლო" ("ნაპოლის" სტადიონი) ძალიან თანამედროვე არაა, მაგრამ რაღაცით განსაკუთრებულია. ეს, დიდწილად, გულშემატკივრებზეა დამოკიდებული. ასეთი თამაშები მომწონს, მაგალითად, "ბილბაოს' წინააღმდეგ, როდესაც გულშემატკივრები თავიანთ გუნდს ხმამაღლა ქომაგობენ. ეს შენთან ბრძოლას ჰგავს და ეს გამოწვევა მომწონს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 მარტი 2020 19:39
    0
    ხო გეუბნებით დააყ...ვა ამკორონამ უკვე უსაქმურობისგან მოდუნებული ფეხბურთელები. ამან ლექსების წერაც არ დაიწყოს სენტიმენტალურ სტილში, რაღაც "ნოუ კამპის მობიბინე ბალახზე"
    ფანი [?]
    #2 31 მარტი 2020 01:53
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    გეუბნებით ეს არსად არ წავა

    თუ წავიდა ისევ ბართომეოს ბრალი იქნება.. და ბევრ რამეში ჩანს რაც არის და რა გასვრილიცაა სიბინძურეში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 მარტი 2020 22:18
    3
    გეუბნებით ეს არსად არ წავა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued