დღეს რონალდ კუმანის “ბარსელონას” მორიგი სერიოზული გამოცდა ელის – “ბლაუგრანა” საკადრო პრობლემებით დამძიმებულ, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერ “ატლეტიკოს” სტუმრად დაუპირისპირდება.
“ატლეტიკო”, ჯერჯერობით, ლა ლიგის საუკეთესო გუნდია. მადრიდელებმა 7 ტურში მხოლოდ 4 ქულა დაკარგეს და 2 გოლი გაუშვეს. სიმეონეს გუნდი მე-3 ადგილზეა, მაგრამ პირველ ორ პოზიციაზე მყოფ გუნდებთან შედარფებით 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
“ბარსელონა” ძალიან არასტაბილურია, რასაც ანსუ ფატის გამოკლება და ლეო მესის უხასიათობაც ემატება. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, გრიზმანის ნათესავის კომენტარის, თუ ესპანელი მებაჟის გამო, მაგრამ არგენტინიდან დაბრუნების შემდეგ ლეო აეროპორტში ძალიან გაღიზიანებული ჩანდა. არადა, ყველამ ვიცით, რომ მთავარია მესი ბედნიერი იყოს და მისი შემჩერებელი არავინაა.
სათამაშო ფორმა
“ატლეტიკომ” ამ სეზონში მხოლოდ ერთი თამაში წააგო, ისიც მონსტრად მოვლენილ “ბაიერნთან”. ლა ლიგაში წაუგებელ მადრიდელებს ზედიზედ 4 მოგება აქვთ, თან ყველა მათგანი მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით. ასეთი შედეგი სიმეონეს გუნდისთვის უცხოა. “როხიბლანკომ” ასე მარტივად ზედიზედ 4 მატჩი 2015 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
თუ წინა სეზონსაც ჩავთვლით, “ატლეტიკოს” ლა ლიგაში ზედიზედ 23 თამაშია არ წაუგია.
“ბარსელონა” სეზონის სტარტზე აშკარად წვალობს. კუმანის გუნდმა ლა ლიგის 7 თამაშიდან ნახევარზე ნაკლები, მხოლოდ 3 მოიგო, რის გამოც მე-8 პოზიციას იკავებს. “ბლაუგრანამ” 4 მატჩიანი მოუგებელი სერია გასულ ტურში, “ბეტისის” 5-2 განადგურებით შეწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ ორი კვირა გავიდა და არავინ იცის, როგორ ფორმაშია კუმანის არასტაბილურობით გამორჩეული გუნდი.
დანაკლისი
ისეთი პერიოდი დადგა, ძნელია მოიძებნოს გუნდი, რომელსაც სერიოზული დანაკლისი არ აქვს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გადატვირთული კალენდრის გამო ბევრი ფეხბურთელი იმტვრევა, ზოგი კი უშუალოდ ვირუსის გამოა თამაშს მიღმა დარჩენილი.
“ატლეტიკოს”, კორონავირუსის გამო, ლუკას ტორეირა და შურისძიებაზე დაგეშილი ლუის სუარესი არ ეყოლება. ტრავმები აქვთ შიმე ვრსალკოსა და ექტორ ერერას. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სტევან სავიჩის, დიეგო კოსტასა და ვიტოლოს თამაში. იან ობლაკმა კი, როგორც ჩანს, ტრავმა სრულად მოირჩინა.
ცუდი ამბებია “ბარსელონაშიც”. მართალია, ფილიპე კოუტინიო დაგვიბრუნდა, მაგრამ ტრავმირებულ სამუელ უმტიტისა და რონალდ არაუხოს სერხიო ბუსკეტსი და ანსუ ფატი შეუერთდნენ, ეს კი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ნიშნავს.
ურთიერთშეხვედრები
“ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” ურთიერთშეხვედრების ისტორია 234 თამაშს ითვლის. მადრიდელებს ამაზე მეტჯერ არავისთან უთამაშიათ, კატალონიელებს კი მხოლოდ “რეალთან” (240).
234 შეხვედრიდან 105 (45%) “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა, 74-ჯერ (31%) “ატლეტიკომ” მოიგო, ხოლო 55 თამაშში (24%) გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. კატალონიელებმა 445 გოლი გაიტანეს და 342 გაუშვეს.
ლა ლიგაში ჩატარებულ 166 შეხვედრიდან “ბარსამ” 75 მოიგო (45%), 41 ფრედ დაასრულა (24%) და 50 წააგო (31%).
მადრიდში “ბარსას” “ატლეტიკოსთან” 2016 წლის შემდეგ არ წაუგია. ის მარცხიც კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე იწვნიეს, ლა ლიგაში კი ასეთი რამ უკვე 10 წელია არ მომხდარა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ “ბარსას” 2017 წელს გახსნილ “ვანდა მეტროპლიტანოზე” წაგება არ აქვს.
არბიტრი
ტურის ცენტრალურ მატჩს ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის.
37 წლის არბიტრს “ბარსელონას” შეხვედრაში 12-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებს 11 მოგება და 1 ფრე აქვთ. მუნუერამ “ბარსას” ფეხბურთელები 20-ჯერ გააფრთხილა და ერთხელ მოედნიდან გააძევა (ანსუ ფატი). “ბლაუგრანას” კარში მას თერთმეტმეტრიანი არასდროს დაუნიშნავს. მეტოქე გუნდების ანგარიშზეც 20 ყვითელი და 1 წითელი ბარათია, “ბარსას” სასარგებლოდ კი მუნუერამ 3 პენალტი დანიშნა. სწორედ მის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა ხავიერ მასკერანომ “ბარსას” მაისურით ერთადერთი გოლი.
“ატლეტიკოს” მატჩში მუნუერას 7-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებმა 5-ჯერ მოიგეს და 2-ჯერ წააგეს. ამ 7 მატჩში მუნუერამ ერთი წითელი ბარათი აჩვენა და ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ორივე შემთხვევაში მან “ატლეტიკოს” საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო თვეებში ესპანურ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან დიდი როლი ენიჭება იმას, თუ ვინაა ვიდეორეფერი. “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ეს მისია რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას დაეკისრა. “ბარსელონას” მისი მონაწილეობით ჩატარებულ 17 თამაშში 13 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა 38 ყვითელი ბარათი მიიღეს. მათ არც წითელი ბარათი მიუღიათ და ბენგოეჩეას “ბარსას” კარში არც თერთმეტმეტრიანი დაუნიშნავს. საპირისპიროდ, ამ არბიტრმა “ბარსას” მეტოქეების 4 ფეხბურთელი გააძევა (ერთხელ თამაშში 2), ხოლო “ბლაუგრანას” სასარგებლოდ 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელთაგანაც კატალონიელებმა მხოლოდ 3 გამოიყენეს. სწორედ ბენგოეჩეამ მიიღო გადაწყვეტილება, 2017 წელს გამართულ “ელ კლასიკოში” კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან სიმულაციის გამო გაეძევებინა.
ბურგოს ბენგოეჩეას მსაჯობით “ატლეტიკოს”, 15 თამაშში, 10 მოგება, 4 ფრედ და 1 წაგება აქვს. 34 წლის არბიტრმა მადრიდელთა კარში 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო მეტოქეს 2 ფეხბურთელი გაუძევა.
სტატისტიკა
- “ატლეტიკოს” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 23 თამაშში წაგება არ აქვს, რაც კლუბის ისტორიული რეკორდი და ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ამჟამად საუკეთესო შედეგია;
- “ატლეტიკომ” ლა ლიგის ბოლო 12 თამაშიდან 8-ში, ხოლო 6 თამაშიდან ხუთში კარი მშრალად შეინახა;
- “ატელტიკოს” ლა ლიგის ბოლო 4 თამაშში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- ამ გუნდებს შორის მადრიდში ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში მაქსიმუმ 2 გოლი გადიოდა;
- “ატლეტიკოს” “ბარსელონასთან” ლა ლიგაში 2010 წლის თებერვლის შემდეგ არ მოუგია;
- ყველა ტურნირზე, ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 11 თამაშიდან “ატელტიკომ” მხოლოდ 1 მოიგო;
- დიეგო სიმეონეს ლა ლიგაში “ბარსელონას” წინააღმდეგ არასდროს მოუგია;
- “ატელტიკო” ლა ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვს;
- “ბარსელონას” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი ლა ლიგაში, რომელიც “ვანდა მეტროპლიტანოზე” “ატლეტიკოს” 2-ჯერ მოუგებს;
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული;
- დიეგო სიმეონეს “ატლეტიკოს” კარში ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ლეო მესის აქვს გატანილი (17 თამაშში 12 გოლი);
- იან ობლაკს ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ლეო მესისგან აქვს გაშვებული (8 გოლი 11 თამაშში);
- ანტუან გრიზმანს ლა ლიგაში 33 გუნდის წინააღმდეგ უთამაშია და გოლი 32 მათგანის კარში აქვს გატანილი. ის ერთადეთი გუნდი “ატლეტიკოა”.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი
დიეგო სიმეონე
სავარაუდო შემადგენლობები
Whoscored
ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო, კონდოგბია, საული, კორეა, ლიორენტე, კოკე, ფელიში.
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, მესი, პედრი, გრიზმანი.
Sportsmole
ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, ფელიპე, ხიმენესი, ლოდი, ლიორენტე, კონდოგბია, კოკე, საული, კორეა, ფელიში.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, მესი, პედრი, გრიზმანი.
Sportskeeda
ატლეტიკო (3-5-2): ობლაკი, ტრიპიერი, ხიმენესი, სავიჩი, ერმოსო, კოკე, საული, კონდოგბია, ლოდი, ლიორენტე, ფელიში.
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, კოუტინიო, მესი, გრიზმანი.
Onefootball
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ტრიპიერი, ფელიპე, ხიმენესი, ლოდი, ლიორენტე, კონდოგბია, კოკე, საული, ფელიში, კორეა.
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, მესი, პედრი, გრიზმანი.
Marca
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი, ლიორენტე, კოკე, საული, კარასკო, კორეა, ფელიში.
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, კოუტინიო, გრიზმანი, დემბელე, მესი.
Tribuna
ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი, ერერა, კოკე, საული, ლიორენტე, ფელიში, კოსტა.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, მესი, პედრი, გრიზმანი.
პროგნოზი
- WhoScored: 2-1
- Sportsmole: 1-1
- Sportskeeda: 1-2
- Squawka: 2-1
- 90min: 2-1
- Onefootball: 1-2
- Tribuna: 1-2
ტრანსლაცია
შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.
ველოდებით ყველა პრესკონფერენციას ან კუმანის გადადგომის ან გაგდების.გუნდი რომ აღარ ქვია გასაგებია მარაა იმის იმედი მაინც დაგვიტოვონ რომ კიდე ერქმევა ოდესმე
გაგვაპეს და ეგაა.აგერ ბოლო ნიუსში ლაპორტამ კუმანს ვენდობი და არ გავაგდებო,ხოდა ვიყოთ და ვიტანჯოთ,როგორ ინგრევა ჩვენი საყვარელი კლუბი.დღეს კიდევ შეიძლება,რაღაც წინააღმდეგიბა გავუწიოთ მაინც შროიდერი წაიყვანს თამაშს.აი დანარჩენ მატჩებში მაგრად გაგვედო.
ატლეტიკო დაგვტანჯავს, ჩვენი ფიზიკა მაგათთან ვერ მივა. რო ვერ გავიტანთ ცხადია, მაგრამ ისინი რამდენს გაგვიტანენ ეს მარტო ღმერთმა იცის.
წყნარი 1:0 მორჩება, ჩოლოს სტილში
გოლს ვერ გავიტანთ ისე წავაგებთ და კიც გააჯმეინებენ კუმანას 🙂
ამ რობერტოს დანახვაზე უკვე გული მერევა რა დააყენე დესტი ბოლობოლო
ბუსკეცის ტრამვა არანაირად არაა დანაკლისი უმტიტი ორი წელია წევს და ვერ ეგ ჩაითვლება არაუხო ეხლა იწყებს თამაშს ასე რომ რეალურად ფატი გვაკლია
unda movigot 1-3 an 1-4 mesis dembo grixmanis golebi pianivhis a sisti kous asisti
უნდა მოვიგოთ ვისკაააა