“მესმის, რატომ არის მესი ნაწყენი” – რონალდ კუმანი “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ

“მესმის, რატომ არის მესი ნაწყენი” – რონალდ კუმანი “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. 

კუმანის კომენტარი ლიონელ მესიზე:

კარგად მესმის, რატომ არის ლეო ნაწყენი. მისნაირი ადამიანების მიმართ მეტი პატივისცემის გამოხატვაა საჭირო. ანტუანის შესახებ მისთვის შეკითხვის დასმა უპატივცემულობაა. 15-საათიანი მგზავრობის შემდეგ მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა. ამ ფეხბურთელებს შორის პრობლემას ვერ ვხედავ და შესაძლოა, ეს ყველაფერი განხეთქილების განზრახ შესაქმნელად მოხდა. 
მესის სხვა კლუბში ვერ ვხედავ. ასეთი ტიპის შეკითხვებისთვის პასუხის გაცემას აღარ ვაპირებ. 

თამაშის დროზე და მნიშვნელობაზე:

საღამოს 9 საათზე თამაში ჩვენთვის სახარბიელო ნამდვილად არაა. გასაგებია, რომ “ატლეტიკო”-“ბარსა” დიდი მატჩია და ეს ამიტომ ხდება, მაგრამ 9 საათზე თამაში იმ გუნდებისთვის, რომლებსაც მოედანზე გასვლა ყოველ 3 დღეში უწევთ, პრობლემატურია. ფეხბურთელები სახლში ძალიან გვიან მიდიან. 
ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. “ატლეტიკო” ძლიერი გუნდია, რომელიც ყოველ სეზონში ტიტულებისთვის იბრძვის და ამიტომ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. 
ჟოაო ფელიშის სახით “ატლეტიკოს” შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. მას წინ დიდი მომავალი აქვს. 

ლუის სუარესზე:

სუარესი თამაშს ტოვებს, მაგრამ ჩვენც დიდი დანაკლისი გვაქვს. ყველა მწვრთნელმა იცის, რომ სანაკრებო მატჩებისა და COVID-19-ის გამო, შესაძლოა, ფეხბურთელები დაკარგოს. 

ანტუან გრიზმანზე, ფილიპე კოუტინიოსა და რიკი პუჩზე:

გრიზმანი მუდმივად ცდილობს, რომ თამაში გააუმჯობესოს და ამით კმაყოფილი ვარ. 
კოუტინიომ გუშინ კარგად ივარჯიშა. ის გუნდთან ერთადაა და არანაირი პრობლემა არ აწუხებს. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ის ძირითად შემადგენლობაში იქნება თუ სკამზე, რადგან ახლო მომავალში კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს და ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. 
პუჩი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც სათამაშო დროის მოსაპოვებლად ბევრი უნდა იშრომონ. ბოლო დროს, ის ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ მოედანზე ყოფნას იმსახურებს. 

ფრენკი დე იონგის მნიშვნელობაზე:

ჩემთვის დე იონგი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მის პოზიციაზე დიდი კონკურენცია არაა, ამიტომ დასვენების საშუალებას ხშირად ვერ ვაძლევთ. ხვალინდელი მატჩის დატვირთვა დიდია, ამის შემდეგ კი ვეცდებით, მისი როტაციისთვის სწორი მომენტი შევარჩიოთ. 

პეპ გვარდიოლაზე:

გვარდიოლას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გუშინ მივულოცე. ძალიან კარგია, რომ ის მწვრთნელად მუშაობას აგრძელებს. ამით გახარებული ვარ – პეპი ყველა მწვრთნელისთვის მისაბაძი ფიგურაა. 

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 21 ნოე 2020, 00:22

    გრიზმანი ატლეტიკოში ბუნდება და არ უნდათ, რომ დაიტოვონ? 100 დააბრუნონ და 20 ბედნიერებაში მოიხმარონ.

  • nika 54
    schedule 20 ნოე 2020, 19:47

    ციტატა: Konrad de la Fuente
    და აბრალებდნენ რო მესიზე ცუდად ლაპარაკობსო მავანნი, არადა რაც მოვიდა ლეოზე ერთი ცუდი არ დასცდენია კაცს. სუარესის გაშვებაც არ იყო კუმანის მოთხოვნა.


    ანუ სუარესი იტყუება? როცა ამბობს რო კუმანმა დამირეკა და გუნდის მოძებნა მირჩიაო.

  • Don_Andresito
    schedule 20 ნოე 2020, 18:40

    basa7,
    მესისთან რა მოსატანია ან ფელიქსი ან საერთოდ ვინმე მარა ამ ეტაპზე თამაშის სტილით, ასაკით, ინდივიდუალიზმით ერთადერთია ვისაც ლეოს წასვლის შემსუბუქება შეეძლებოდა. ატლეტიკოს როგორ დაუთმეს, თან პახოდუ დაუფინანსეს სუპერ ტრანსფერი. ატლეტიკომ ფელიქსს 1 წელი დააკარგინა, ჩვენ კიდე გრიზმანმა დაგვაკარგინა წელიც, ფულიც და მოთმინებაც. ეხლა რო ფატისთან ტრინკაოსთან და პედრისთან ერთად ფელიქსიც გვყავდეს, ლეოს წასვლა ნაკლებად კატასტროფა იქნებოდა სამომავლოდ.

  • basa7
    schedule 20 ნოე 2020, 18:17

    My Webpage

    ვახ ჩემი რა იდიოტობა ქნეს გრიზმანი რო იყიდეს და ფელიშე არა

  • Konrad de la Fuente
    schedule 20 ნოე 2020, 17:36

    და აბრალებდნენ რო მესიზე ცუდად ლაპარაკობსო მავანნი, არადა რაც მოვიდა ლეოზე ერთი ცუდი არ დასცდენია კაცს. სუარესის გაშვებაც არ იყო კუმანის მოთხოვნა.

  • M10 S9 D11
    schedule 20 ნოე 2020, 17:23

    პუჩზე რაც თქვა გამისწორდა იმედია მისცემს სათამაშო დროს ალენიას თამაშს ჯობია პუჩმა ითამაშოს

  • iniesta
    schedule 20 ნოე 2020, 17:17

    პუჩს ველოდები მეორე ტაიმში

  • AF10
    schedule 20 ნოე 2020, 16:53

    რიკის ეშველა მგონი, მაგარი ბიჭია ძაან, ბოლომდე დაიხარჯა და თავიც მოაწონა კუმანს