“ბარსელონას” შემტევის, მარტინ ბრეითუეიტის შეძენით პრემიერ ლიგის 3 გუნდი დაინტერესდა, “ბარსელონა” კი მზადაა დანიელის ფასი შეამციროს.
რონალდ კუმანი ბრეითუეიტს არ ენდობა, “ბარსელონას” კი ფეხბურთელების დასამატებლად თანხის გამომუშავება და სატრანსფერო ბიუჯეტის შემცირება ჰაერივით სჭირდება. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ იანვარში “ბლაუგრანას” დატოვების ერთ-ერთ მთავად კანდიდატად სწორედ 29 წლის დანიელი შემტევი განიხილება.
Sport-ის ცნობით, მარტინის დამატების სურვილს ინგლისური გუნდები გამოთქვამენ. მისით “ვესტ ჰემი”, “ვესტ ბრომვიჩი” და “ლიდსი” დაინტერესდნენ. იმავე წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონა” მზადაა ბრეითუეიტზე ზაფხულში დადებულ ფასს 3 მილიონი დააკლოს და ფეხბურთელს იანვარში 15 მილიონად შეელიოს.
თუ კატალონიელებმა მიზანს მიაღწიეს, მათ მემფის დეპაის “ლიონიდან” შესაძენად ფულიც ექნებათ და კლუბის სახელფასო ბიუჯეტიც შემსუბუქდება.
მარტინ ბრეითუეიტი “ბარსელონაში” მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადმოვიდა. “ბლაუგრანას” მაისურით მან 16 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
რა სახელფასო ბიუჯეტი შემცირდება განა რამდენი აქვს ბრეითვაიტს ხელფასი.მემფისს რა უხელფასოდ ათამაშებენ?
გაყიდეთ
ვემხრობი მის გაყიდვას.თან თავის ფასში ყიდიან ფეხბურთელს ამას რას მოვესწარი
დეპაის შესაზენი ფული შეიძლება იშოვონ, მაგრამ სახელფასო ბიუჯეტი რანაირად შემცირდება, დეპაი ბრეიტვეიტზე ნაკლებ ხელფასს მოითხოვს?
ახალ ფეხბურთელებთან წინასწარ აქვთ ის შეთანხმება, რასაც მოქმედებისგან ითხოვენ – ხელფასების დროებით შემცირება და მომდევნო წლებში ანაზღაურება. ასე ვიყიდეთ პიანიჩი და დესტი.
"თუ კატალონიელებმა მიზანს მიაღწიეს, მათ მემფის დეპაის "ლიონიდან" შესაძენად ფულიც ექნებათ და კლუბის სახელფასო ბიუჯეტიც შემსუბუქდება"
დეპაის შესაზენი ფული შეიძლება იშოვონ, მაგრამ სახელფასო ბიუჯეტი რანაირად შემცირდება, დეპაი ბრეიტვეიტზე ნაკლებ ხელფასს მოითხოვს?