“ბარსელონას” 33 წლის კაპიტანი, ლიონელ მესი, მორიგი რეკორდის დამყარებისთვის ემზადება.
ისტორიაში არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი შეხვედრა ყოფილ “ბარსელონელს”, ხავიერ მასკერანოს, აქვს ჩატერებული, 147. ლეო მას 5 მატჩით ჩამორჩება და 18 ნოემბერს, პერუსთან მოედანზე გასვლის შემთხვევაში, სხვაობას კიდევ უფრო შეამცირებს. სიაში მეორე ადგილს 143 მატჩით “ინტერის” ლეგენდარული ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი, იკავებს.
“ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალინის, თქმით, ლეო, მცირე დისკომფორტის მიუხედავად, მოედანზე გასვლას შეძლებს.