წარმოგიდგენთ განახლებულ ბარსამანიას.
რა არის ახალი ჩვენს საიტზე?
ვიზუალური განახლების გარდა, გვაქვს რამდენიმე ფუნქციონალური სიახლეც:
- ამიერიდან, მთავარი სიახლეების ბლოკში, ერთი ნაცვლად, მოხვდება 3 სიახლე;
- გაუმჯობესებული ძებნის ფუნქცია;
- განახლებული სმაილები (დამატებულია ბარსელონას სმაილებიც);
- გაუმჯობესდა მობილური ვერსია. ვინაიდან ჩვენი მომხამრებლების უდიდესი ნაწილი საიტზე მობილურით შემოდის, ეს ვერსია უფრო დაიხვეწა და შემსუბუქდა. ამოვიღეთ არასაჭირო მოდულები იმისათვის, რომ მობილურ ვერსიაზე საიტმა უფრო სწრაფად იმუშავოს. დაგვემატა მობილური მსუბუქი ვერსია, რომლის ჩართვა/გამორთვაც საიტის ბოლოდან შეგიძლიათ. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
გარდა ამისა:
- განახლდა ყველა ფეხბურთელის პირადი გვერდი;
- განახლდა კამპ ნოუს გვერდი;
- განახლდა ბარსელონას ჰიმნის გვერდი;
- განახლდა რეკორდების გვერდი;
- განახლდა კალათბურთის გუნდის გვერდი;
- დაგვემატა ქალთა ფეხბურთის გუნდის გვერდი;
- დაგვემატა ხელბურთის გუნდის გვერდი;
- დაგვემატა ჰოკეის გუნდის გვერდი;
- დაგვემატა ფუტზალის გუნდის გვერდი;
- დაგვემატა ბარსელონა ბ-ს გვერდი.
ყველა ეს გვერდი ხელმისაწვდომია საიტის მენიუში.
უახლოესი მომავლისთვის იგეგმება:
- მობილური ვერსიის კიდევ უფრო დახვეწა;
- ყველა მწვრთნელის შესახებ ცალკე გვერდის შექმნა;
- ყველა პრეზიდენტის შესახებ ცალკე გვერდის შექმნა.
ახალი დიზაინი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია. შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ შეგვატყობინოთ.




თამაშები როდის არის ეს სად უნდა ვნახოთ
აუცილებლად
ძალაინ მომეწონა განახლებული საიტი მადლობა . მაინტერესებს მუქი თემის დამატებას თუ განიხილავთ?