workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერმინ ლოპესს სუსტი ფეხი არ აქვს!

ფერმინ ლოპესს სუსტი ფეხი არ აქვს!

bolt მოკლედ
ფერმინ ლოპესის გოლების ანალიზი აჩვენებს, რამდენად ეფექტიანად იყენებს "ბარსელონას" ნახევარმცველი ორივე ფეხს. Mundo Deportivo-ს მიერ განხილული 45 გოლიდან 23 მარჯვენა ფეხითაა გატანილი, 17 - მარცხენათი, ხოლო 5 - თავით.

ფერმინ ლოპესი “ბარსელონას” ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შემტევ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. 23 წლის ნახევარმცველი გამოირჩევა არა მხოლოდ ენერგიულობითა და საგოლე მომენტების შექმნის უნარით, არამედ კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისებით – მას ორივე ფეხით შეუძლია შედეგიანად დარტყმა.

Mundo Deportivo-მ ფერმინის გოლები გააანალიზა და საინტერესო სტატისტიკა წარმოადგინა. გამოცემის მიერ განხილული 46 გოლიდან 23 მარჯვენა ფეხითაა გატანილი, 18 – მარცხენათი, ხოლო 5 – თავით.

ეს მონაცემები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ ფერმინის ძირითადი ფეხი მარჯვენაა, თუმცა მარცხენათი გატანილი გოლების რაოდენობა მას თითქმის ორმხრივად თანაბრად სახიფათო ფეხბურთელად აქცევს.

როგორ ანაწილებს ფერმინი გოლებს?

Mundo Deportivo-ს ანალიზის მიხედვით, სეზონების მიხედვით ასეთი სურათია:

  • 2023/24: 11 გოლი – 5 მარჯვენათი, 3 მარცხენათი და 3 თავით.
  • 2024/25: 8 გოლი – 4 მარჯვენათი, 3 მარცხენათი და 1 თავით.
  • 2024 წლის ოლიმპიადა: 6 გოლი – 3 მარჯვენათი და 3 მარცხენათი.
  • 2025/26: 13 გოლი – 7 მარჯვენათი და 6 მარცხენათი.

2026/27 წლების სეზონში ფერმინმა უკვე 8 გოლი გაიტანა – 4 მარჯვენათი, 3 მარცხენათი, 1 თავით.

ფერმინის ორივე ფეხით თამაშის უნარის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2025 წლის 21 ოქტომბერს ვიხილეთ, როდესაც მან ჩემპიონთა ლიგაზე “ოლიმპიაკოსთან” 6-1 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. საინტერესოა, რომ სამივე გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა.

გარდა ამისა, გამოცემის მიერ განხილული 46 გოლიდან 8 საჯარიმოს გარედანაა გატანილი და მათგან 4 სწორედ მარცხენა ფეხით.

საიდან მოდის ეს უნარი?

ფერმინმა რამდენიმე თვის წინ, “ლევანტესთან” მარცხენა ფეხით გატანილი ლამაზი გოლის შემდეგ, განმარტა, რომ ამ უნარის განვითარებაზე განსაკუთრებულად “ლინარესში” იჯარით თამაშის პერიოდში მუშაობდა.

“ეს უნარი “ლინარესში” იჯარით ყოფნისას შევიძინე და მის განვითარებაზე ბევრი ვიმუშავე. როდესაც “ბარსელონაში” დავბრუნდი, მუშაობა გავაგრძელე და ვცდილობ, ამ მხრივაც დავეხმარო გუნდს.”

ფერმინის პროგრესი გრძელდება

მისი ორმხრივი ეფექტიანობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა 8 ნოემბერს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში. ფერმინმა დუბლი შეასრულა და “ბარსელონას” 2-1 გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. პირველი გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა, მეორე კი – მარჯვენათი.

მიმდინარე სეზონში ფერმინს 15 მატჩში უკვე 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს. შედარებისთვის, სადებიუტო სეზონში მან 11 გოლი გაიტანა, მომდევნო სეზონში 8 გოლსა და 9 ასისტს მოუყარა თავი, ხოლო 2025/26 წლების სეზონი 13 გოლითა და 17 საგოლე გადაცემით დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის ტრავმის გამო გამოტოვების შემდეგ ფერმინმა კვლავ დაიბრუნა მაღალი სათამაშო ფორმა. დანი ოლმოს ტრავმამ მას მეტი სათამაშო დრო მისცა და ახალგაზრდა ნახევარმცველმა შესაძლებლობა წარმატებით გამოიყენა.

თუ ამ ტემპს შეინარჩუნებს, ფერმინს საკუთარი შედეგიანობის რეკორდების გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობა ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი