“ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა, შესაძლოა, “ევერტონის” რიგებს შეუერთდეს, იტყობინება Liverpool Echo.
ინგლისური გამოცემის მტკიცებით, კარლო ანჩელოტის გუნდს სამი ფეხბურთელის შეძენა აქვს გადაწყვეტილი, მათგან ერთ-ერთი კი სწორედ რაფინიაა. პრემიერ ლიგაში ასპარეზობა თავად ფეხბურთელის სურვილსაც წარმოადგენს.
“ბარსელონა” მის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს ითხოვს. კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ “ევერტონთან” ამ სატრანსფერო ფასზე შეთანხმებას მიაღწევს.
გარდა “ევერტონისა”, რაფინია რამდენიმე იტალიური კლუბისა და ვიგოს “სელტას” ინტერესთა სფეროშია.
აღსანიშნავია, რომ, მედიაში არსებული ცნობების თანახმად, რაფინიას ძმა, ტიაგო ალკანტარა, დიდი ალბათობით, “ლივერპულს” შეუერთდება.
აჩუქეეთ… Na ხუ ი.. რაფინია არა ჟერემი მატიე… აჩუქეთ ბიჭო, არ გადაიფიქრონ და ხელფასიც მათ უხადონ…
ესეიგი რაღაცა ჯადო გვაქ ყველა ჯართ ფეხბურთელებს ყიდიის და ჩვენ ფეხბურთელი ვერ გაგვიყიდია თავის ფასშიიი…დემბელე უმტიტი კოუ სანამ დროა სანამ რაღაცას გადაიხდიან თუ არ გაყიდეს ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვქინებით…კიდე კარგი ახალგაზრდობა გყვავს…