“ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი რაფინია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. ამჯერად მიზეზი არა მისი ტრავმა, არამედ ბრაზილიის ნორვეგიული წყევლაა.
ბრაზილიის ნაკრები ნორვეგიას ისტორიაში მეხუთედ დაუპირისპირდა. წინა 4 მატჩში ევროპელებს ორჯერ ჰქონდათ მოგებული, ორი კი ფრედ დასრულდა. “სელესაომ” ნორვეგიელების ძლევა ვერც ამჯერად მოახერხა, 1-2 წააგო და მე-6 მსოფლიო თასისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გამოეთიშა.
რაფინია, რომელიც კვლავ ტრავმირებულია, მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგო იყო.
ნორვეგია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, ინგლისს დაუპირისპირდება. ენტონი გორდონის გუნდმა “აცტეკაზე” გამართულ დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელი მექსიკა 3-2 დაამარცხა.
“ბარსელონას” ახალწვეულმა სრულად ითამაშა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა.
კომენტარები (0)