workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
რაფინია მერვედფინალსაც გამოტოვებს

რაფინია მერვედფინალსაც გამოტოვებს

“ბარსელონას” გარემარბი რაფინია კვლავ ვერ ვარჯიშობს თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით. შესაბამისად, ის კარლო ანჩელოტის განკარგულებაში არ იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ნორვეგიის წინააღმდეგ.

29 წლის ფეხბურთელი ჰაიტისთან ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში დაშავდა. ავტორიტეტული პორტალი Globoesporte ადასტურებს, რომ ბრაზილიაში მისი არყოფნა ნორვეგიასთან კვირის მატჩში უკვე გარანტირებულად მიაჩნიათ. თუმცა, თუ ბრაზილია მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს, რაფინიას ტურნირზე დაბრუნების შანსი ექნება.

ტრავმის დეტალები და გამოტოვებული მატჩები

რაფინიამ ჰაიტისთან შეხვედრის პირველ ტაიმში მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. ეს დაზიანება მოგვიანებით ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (CBF) დაადასტურა. ამ ტრავმის გამო მან უკვე გამოტოვა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შოტლანდიასთან (3-0) და მძიმე გამარჯვება იაპონიასთან (2-1) 1/16 ფინალში.

“ბარსელონას” სიფრთხილე და ანჩელოტის გეგმები

რაფინიას კუნთის ტრავმების ისტორია მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს. “ბარსელონას” სამედიცინო შტაბი მუდმივ კონტაქტზეა ნაკრების ექიმებთან, რათა ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი პირადად გააკონტროლონ. მიმდინარე წელს მას არაერთი ფიზიკური პრობლემა ჰქონდა, რამაც სტაბილურობის დაკარგვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ბოლო სერიოზული ტრავმა მან კვლავ ნაკრების ამხანაგურ მატჩში მიიღო, რამაც სეზონის გადამწყვეტ ფაზაში კლუბში თამაშის შესაძლებლობა დაუკარგა.

გუშინ ბრაზილიელმა მოედანზე ინდივიდუალურად, ნახევარ საათზე მეტხანს ივარჯიშა საკუთარი შეგრძნებების შესამოწმებლად. ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ჰქონდა იმედი, რომ კატალონიელთა შემტევის გამოყენებას შეძლებდა, თუმცა საბოლოო სამედიცინო შეფასებამ ერლინგ ჰოლანდის ნორვეგიის წინააღმდეგ მისი თამაში სრულად გამორიცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 05 ივლ 2026, 16:04
    #3

    ძალიან ცუდი პერიოდი უდგას

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 03 ივლ 2026, 13:00
    #2

    სავარაუდოდ გააგდებს ნორვეგიას, და ეს ნორვეგიელებისთვის გაკვეთილი იქნება
    გუნდი, რომელის ზურგზე გაგორდა კაი დვარნიაშკა ცუგასავით და თათები ზემოთ აუშვირა ფრანგებს, მეტს არ იმსახურებს;
    გუნდი, რომელიც 1 ადგილისთვის არ იბრძდა ჯგუფში და ძალებს ზოგავდა, მოუწევს საკმაოდ მძიმე ბადით სვლა
    კოტ-დიუარი არ იყო იოლი, ბრაზილია, მცირე შანსია, თუ იოხდა და გასცდა, მერე ინგლისი, სადაც ძალიან დაბალი შანსი ექნებათ;
    მოეგოთ ფრანგებისათვის და საკმაოდ სუსტი შვედეთი და პარაგვაი შეხვდებოდათ, მერე სავარაუდოდ მოროკო
    პარაგვაი-მოროკო არ ერჩიათ ბრაზილია-ინგლისს?
    გერმანია-ნიდერლანდი აიცილეს თავიდან ბიჭებმა თავისი ჭკუით

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 03 ივლ 2026, 11:17
    #1

    კაროჩე ნაკრებში ფეხებზე კიდიათ ადამიანის ჯანმრთელობა, ერთი სული აქვს კარლოს ჰოლანდს დააჯახოს და რა მოხდება მერე სულ ფეხებზე კიდია.