workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

მესის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესიმ ბართომეუსთან ბრძოლა წააგო. ბოლო 5 წლის განმავლობაში, არაფერი ისე არ მომხდარა, როგორც არგენტინელს სურდა, მიუხედავად მისი ძალიან დიდი გავლენისა, ეს ერთი შეხედვით ნორმალურია, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ, როცა კლუბის გზა განადგურებისკენ მიდის, კაპიტანი ხელმძღვანელობას უპირისპირდება. რისი იმედი შეიძლება ამ დროს ჰქონდეს? ფანების და გუნდის მხარდაჭერის, თუმცა, ამ დროის მანძლზე, ეს ვერსად დავინახეთ, „ბარსა“ არაფერში ერთსულოვანი არ ყოფილა.

არჩევნებამდე სულ მცირე დრო დარჩა. ბართომეუს ჰქონდა შანსი, რომ სამომავლოდ კლუბისთვის საქმე გაეადვილებინა, მაგრამ კვლავ ძალიან ჯიუტად და ეგოისტურად მოიქცა, კვლავ რისკის ქვეშ დააყენა მესის დარჩენის საკითხი და როგორც მას სჩვევია, მოკლევადიანი პროექტი არჩია, რადგან ზუსტად იცის, რომ მომდევნო (შესაძლო) პრეზიდენტების ინტერესებში, რონალდ კუმანის მწვრთნელობა არ შედის.

ბართომეუს არ აინტერესებს, რომ ერთი წლის მერე, ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დაიწყოს. ამ დროს გუნდი ზარალდება და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დროც მიდის, ჩვენ კი ვიცით, რომ დრონი მეფობენ.

მოვლენები მესისთვის სასურველი სცენარით არ განვითარდა, ბართომეუ დარჩა, ჩავი არ მოვიდა და ნეიმარის მოსვლის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. არადა, ნეიმარის ტრანსფერი, შესაძლოა, ერთადერთი რამ იყოს, რაც მესის კიდევ ერთხელ დაარწმუნებს კლუბში დასარჩენად.

მისი ხასიათის ამბავიც ყველამ ვიცით, როცა ხედავს, რომ მარტო ტოვებენ, უბრალოდ ბრაზდება და მიდის, ამის საილუსტრაციოდ არგენტინის ნაკრებიც გამოდგება, რომელიც მესიმ დატოვა, მერე კი ისევ დაბრუნდა. აი „ბარსადან“ თუ წავა, დაბრუნება აღარ გამოვა.

რას ველით კუმანისგან?

წესით და რიგით, რონალდ კუმანის „ბარსელონა“ ისეთივე კარგად ორგანიზებული გუნდი უნდა იყოს, როგორც ვალვერდეს „ბარსა“ იყო და ამავე დროს ბევრად დომინანტური ფეხბურთი უნდა ითამაშოს, არა ისეთი, როგორსაც სეტიენის „ბარსა“ თამაშობდა, თუ ხმები გამართლდა და კლუბში ჰენრიკ ლარსონი დაბრუნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის მეტოქის კართან დომინაციას, სხვანაირად წარმოუდგენელია.

თუმცა, ფონტის განცხადება რონალდ კუმანს მოსვენებას დაუკარგავდა, ძალიან რთულია ასე მუშაობა, როცა პირდაპირ გეუბნებიან, სულ რომ ყველაფერი მოიგო სეზონის დასრულებისთანავე წახვალო. კუმანს, რომ შორსმიმავალი გეგმები აქვს, ეს მისი სურვილებიდანაც ჩანს, ვან დერ ბეკის მოყვანა ერთი სეზონისთვის, უბრალოდ სასაცილოა, აშკარაა, რომ კუმანს თავის ხედვა აქვს და საძირკველის ჩაყრას იწყებს, პოლიტიკა კი სულ სხვა გზავნილებს გვთავაზობს.

ეს მაფიქრებინებს, რომ მომავალი წელიც გვარიანად ქაოტური გამოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Andro Kublashvili
    schedule 19 აგვ 2020, 14:07
    #4

    Xoda 2 sezoni darcha am kacs isedac da daabrunet coutinio!magaze magari vin unda moiyvanon 4 kvirashi?!

  • Messi, Iniesta
    schedule 19 აგვ 2020, 12:35
    #3

    ლეო არსად არ წავა!❤️

  • mamu
    schedule 19 აგვ 2020, 11:51
    #2

    ეხლა გუნდის დატოვება ღალატის ტოლფასია, მითUმეტეს თვითონაც მიუძღვის წვლილი რაც ხდება ბარსაში

  • MessiAbuTidze4848
    schedule 19 აგვ 2020, 11:42
    #1

    ვაცადოთ კუმანს , ტრანსფერებიდან გამომდნარე მივხვდებით რისი იმედები უნდა გვქონდეს ჩვენ და კუმანს