ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

29 აგვისტოს “ბარსელონამ” 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს და 1 წააგეს.

2002 წელი

“ლა მასიას” აღზრდილი ივან დე ლა პენია “ბარსელონადან” “ესპანიოლში” გადავიდა.

2004 წელი

ლა ლიგის პირველ ტურში “რასინგთან” სტუმრად 2-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით სამუელ ეტო’ოს, ჰენრიკ ლარსონის, ლუდოვიკ ჟიულის, დეკუსა და ჟულიანო ბელეტის დებიუტი შედგა. ორივე გოლი დებიუტანტებმა გაიტანეს – ჟიულიმ და ეტო’ომ.

2012 წელი

ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდთან” სტუმრად 1-2 წააგო. ორმატჩიანი დაპირისპირება 4-4 დასრულდა, სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით კი გამარჯვებული მადრიდული გუნდი გახდა.

2018 წელი

“ბარსელონამ” “ბოსტონ რივერიდან” რონალდ არაუხო შეიძინა.

2021 წელი

ლა ლიგაში “ხეტაფესთან” 2-1 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით გავის დებიუტი შედგა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    29 აგვ 2021, 16:39

    2012 წელი
    ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალთან" სტუმრად 1-2 წააგო. ორმატჩიანი დაპირისპირება 4-4 დასრულდა, სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით კი გამარჯვებული მადრიდული გუნდი გახდა.
    ეს თამაში ვალდესის კისერზეა მთლიანად, უფრო სწორედ პირველი თამაში ბარსელონაში. დი მარიას მოტყუება რო დაიწყო შტეგენის სტილში და გოლიც მიიღო დამსახურებული. აი მადრიდში კი რონალდუმ პიკეს მაგრად აჭამა, ქუსლით რო გადაუგდო თავზე და მერე კარში ისე დაარტყა მეგონა გახევდა ბადეს.

  • azulgerana
    29 აგვ 2021, 12:15

    2004 წელს მაგარი ამბები დატრიალდა ბარსაში