ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 20 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 20 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

20 სექტემბერს “ბარსელონამ” 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1943 წელი

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი ჟოზეპ ვენდრელი “ბარსელონას” პრეზიდენტად დანიშნა.

1946 წელი

აგუსტი მონტალი “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდა. მისი პრეზიდენტობის დროს კლუბის მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, “ბარსამ” შეიძინა მიწა მომავალში “კამპ ნოუს” ასაშენებლად. ასევე მონტალის პრეზიდენტობის დროს მოიგო “ბარსელონამ” ერთ სეზონში 5 ტურნირი და ეს მიღწევა ცნობილია, როგორც “5 თასის ბარსა”.

1969 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნიდერლანდელი ნახევარმცველი რიხარდ ვიტსგე. 1991-1993 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 62 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ვიტსგემ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1971 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი შვედი თავდამსხმელი ჰენრიკ ლარსონი. 2004-2006 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 62 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ლარსონმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

რონალდ კუმანის დროს ლარსონი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.

1995 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ალეხანდრო გრიმალდო. 2010-2015 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 3 თამაში ჩაატარა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • Albicelecte
    20 სექ 2021, 18:14

    სტატისტიკურად არახელსაყრელი დღე ყოფილა, წაგება კუმანის გასაგდებად უნდა იქნას გამოყენებული barca-6

  • nika 54
    20 სექ 2021, 16:18

    ციტატა: Pirat❤️💙
    თამაშის განაცხადი როდის დაიდება?


    წესით მაქსიმუმ ერთი საათით ადრე.

  • azulgerana
    20 სექ 2021, 14:29

    კაი წლები იყო

  • Pirat❤️💙
    20 სექ 2021, 11:55

    თამაშის განაცხადი როდის დაიდება?