პირველად რადომირ ანტიჩის შემდეგ

პირველად რადომირ ანტიჩის შემდეგ

წინასწარ ბოდიშს ვუხდი ბატონი რადომირის სულ იმის გამო, რომ მისი კიკე სეტიენთან შედარება მიწევს.

რადომირ ანტიჩი “ბარსელონას” გულშემატკივრების ახალ თაობაში ბევრს არ ეცოდინება. ახლახანს გარდაცვლილი სპეციალისტი “ბლაუგრანას” 2003 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში წვრთნიდა და მიუხედავად იმისა, რომ მან დასახულ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა, მაინც გვიწევს ეს ძალიან კარგი სპეციალისტი კიკე სეტიენს შევადაროთ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” კიკე სეტიენი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 61 წლის სპეციალისტმა “ბარსელონა” უტიტულოდ და “კლასიკოში” მოგების გარეშე დატოვა. არც ერთი და არც მეორე, ანტიჩის შემდეგ, არცერთ სპეციალისტს არ მოსვლია.

ფრანკ რაიკარდმაც, პეპ გვარდიოლამაც, ლუის ენრიკემაც და ერნესტო ვალვერდემაც “რეალის” განადგურება მოახერხეს, ერთი “კლასიკო” ტიტო ვილანოვამაც მოიგო. თვით ტატა მარტინომაც კი, “სამეფო კლუბი” ლა ლიგის ორივე “კლასიკოში” დაამარცხა. ყველა ამ მწვრთნელმა “ბარსელონას” მინიმუმ 1 ტიტული მოაგებინა. კიკე სეტიენმა კი თავი ვერც “კლასიკოში” გამოიჩინა და ვერც სხვა თამაშებში.

შედეგის იდენტურობის მიუხედავად, რატომ ითვლება რადომირ ანტიჩი “ბარსელონას” ისტორიაში წარმატებულ მწვრთნელად და კიკე სეტიენი ერთ-ერთი ყველაზე ცუდ სპეციალისტად? ანტიჩმაც, სეტიენის მსგავსად, გუნდი იანვარში ჩაიბარა, მაგრამ თუ სეტიენს ლიდერი “ბარსა” შეხვდა, ანტიჩს მე-15 ადგილზე, გასავარდნ ზონასთან 3 ქულაში მყოფი “ბლაუგრანა” უნდა გადაერჩინა. გადაარჩინა კიდეც – მე-6 ადგილზე და უეფას თასზე გაიყვანა, რაც ძალიან კარგი შედეგი იყო. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ნაწილიც მაღალ დონეზე ჩაატარა და 1/8-ფინალში “იუვენტუსთან” დამატებით ტაიმებში დამარცხდა. და ეს მაშინ, როდესაც გუნდიდან უკვე წასული იყო რივალდო, ჯერ მისული არ იყო რონალდინიო და სეტიენისგან განსხვავებით, ანტიჩს არც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავდა.

შემდეგ “ბარსელონას” სათავეში ჟოან ლაპორტა მოვიდა და კატალონიელთა ისტორიაში ახალი ფურცლის წერა დაიწყო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nikusha
    18 აგვ 2020, 10:46

    ციტატა: Guro
    მოკლედ არჩევნებამდე ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.პირველ რიგში ფინანსური პრობლემების დაძლევაა აუცილებელი რომ ლაპორტას ან ფონტს(მე ამათი გამარჯვების მეიმედება) ფული დახვდეთ დასახარჯად.აუცილებელია ბებრების ნაწილის გაყიდვა და ნაწილის სკამზე გადასმა.
    გუნდი ასე უნდა დაკომპლექტდეს:
    მეკარეები შტეგო და პენია(ნეტუ გაყიდონ)
    მარჯვენა მცველი სემედუ და ემერსონი (რობერტო გაყიდონ უნდა თან კარგ ფასად)
    ცენტრალური მცველები უპამეკანო პიკე ლენგლე არაუხო (უმტიტი გაყიდონ ტოდიბო უნდა დატოვონ მაგრამ ვიცი გაყიდიან)
    მარცხენა მცველები ტალიაფიკო და ალბა (ფირპო გაყიდონ აკიემე გაანათხოვრონ)
    საყრდენები დეიონგი და ბუსკეცი სკამზე
    ცენტრალური ნახმცველი პიანიჩი და ფერნანდესი+მონჩუ
    შემტევი ნახ.მცველები კოუტინიო და პუჩი
    ალენია ვიდალი რაკიტიჩი გასაყიდია სუყველა,ორიოლი იჯარით
    მარჯვენა შემტევები მესი ტრინკაო
    ცენტრალური შემტევები მარსიალი სუარესი
    მარცხენა შემტევები ნეიმარი ფატი
    გრიზმანი+დემბელე=ნეიმარს.მარსიალი უნდა იყიდონ როგორმე რასაც ვუყურებ ამ ბიჭს ძაან კლასნია.დაცვაში რობერტო,უმტიტი,ფირპო,ნეტუს ფულით უპამეკანოს საყიდელი თანხა შეგროვდება.ალენია,ვიდალი,რაკიტიჩის ფულით კიდე მოვა ტალიაფიკო.მგონი კარგი გუნდი შეიძლება გამოვიდეს.

    ალენიაა გასაყიდი და პუჩი დასატოვებელი?

  • El pistolero 9
    18 აგვ 2020, 00:26

  • GioKakiashvili
    17 აგვ 2020, 23:48

    ციტატა: Andres_Iniesta
    📝 ⭐️ – რონალდ კუმანს მწვრთნელის ასისტენტად ალფრედ სხრიოდერი მიჰყავს.

    ❗️ალფრედი ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი იყო აიაქსის 2018/19 წლების სეზონში.

    🙏🏻

    Magaria♥️

  • BEKA CULE
    17 აგვ 2020, 23:15

    აცხონოს ღმერთმა მაგარი იყო მახსოვს ის სეზონი მალაგამ 5-1 მოგვიგო და გასავარდნ ზონას 3 ქულა გვაშორებდა მეორე ნაწილი სეზონის უმაგრესად ჩაატარეს! მარა მაინც გაუშვეს ანტიჩი გული დამწყდა მაშინ ძალიან

  • Andres_Iniesta
    17 აგვ 2020, 23:15

    📝 ⭐️ – რონალდ კუმანს მწვრთნელის ასისტენტად ალფრედ სხრიოდერი მიჰყავს.

    ❗️ალფრედი ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი იყო აიაქსის 2018/19 წლების სეზონში.

    🙏🏻

  • GIo-GxP-FCB
    17 აგვ 2020, 23:11

    ვალენსიასთან და სოსეიდადთან მოგებული იგრები და მერე ახალი ერა დაიწყო პსჟ დან გადმოვიდა საოცარი ბრაზილიელი ბიჭი. კაცს გიხაროდა თამაშს რო უყურებდი უდიდეს სიამოვნებას იღებდი