ჟერარ პიკე: ყვითელი ბარათი განზრახ არასდროს მიმიღია

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქმის მან "სევილიასთან" მატჩში ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო.
ლა ლიგის მე-8 ტურში, "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გამართული შეხვედრის დროს, პიკემ მსაჯის გამოწვევა რამდენჯერმე სცადა. ბოლოს, 84-ე წუთზე, მან ბურთი ტრიბუნებისკენ გადააგდო, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. პიკეს, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის გამოც ის 19 ოქტომბერს "ეიბარის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, 26 ოქტომბერს, "კლასიკოსთვის", ის დისკვალიფიკაციამოხდილი იქნება. ბუნებრივია, გაჩნდა ეჭვი, რომ ჟერარმა გაფრთხილება განზრახ მიიღო, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამას უარყოფს.
"არა, ყვითელი ბარათი განზრახ არასდროს მიმიღია." - განაცხადა პიკემ გადაცემა El Hormiguero-ში სტუმრობის დროს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]