ჟერარ პიკე "ვალენსიასთან" ვერ ითამაშებს

"ლეგანესის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მომდევნო მატჩს, "ვალენსიას" წინააღმდეგ, გამოტოვებს.
მსგავსი საფრთხის წინაშე იდგა სამუელ უმტიტიც, რომელსაც უკვე 4 გაფრთხილება აქვს, თუმცა დღეს მას მთავარი არბიტრის, უნდიანო მალენკოსგან ბარათი არ დაუმსახურებია.
"ვალენსიასთან" თამაშამდე "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ტურინში, "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, პიკეს ამ მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]