workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა შემთხვევაში ჩაანაცვლებს ლორან ბლანი კიკე სეტიენს –  Sport

რა შემთხვევაში ჩაანაცვლებს ლორან ბლანი კიკე სეტიენს – Sport

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსლონას” ჟორჟე მენდეშმა კიკე სეტიენის ჩამნაცვლებლად, ლორან ბლანი შესთავაზა.

ახლა კი, Sport-ის მიერ გავრცელებული ცნობებით, ფრანგი სპეციალისტი თავკაცის როლს იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ “ბლაუგრანას” შეთავაზებას ჩავი ერნანდესი უარით გაისტუმრებს.

ბლანს სამწვრთნელო კარიერს განმავლობაში “ბორდოში” (2007-2010), საფრანგეთის ნაკრებსა (2010-2012) და პსჟ-ში (2013-2016) უმუშავია. ფეხბურთელის რანგში კი “ბარსელონაში” 1996/97 წლების სეზონი გაატარა.

ხსენებული წყარო დასძენს, რომ ლორანი მზადაა, “ლურჯ-ბროწეულისფერები” 1 წლით ჩაიბაროს. ის რისკზე თანახმაა და დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, კლუბში დარჩენა კიდევ დიდი ხნით შეეძლება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Don_Andresito
    schedule 22 ივლ 2020, 00:31
    #3

    ისევ ვალვერდეს რელსებზე შევდგეთ? არ გვინდა ეს დაცვითი მწვრთნელები არა, გრანდში რა მოხელეცაა პსჟ შიც დაამტკიცა და ნაკრებშიც

  • M10 S9 D11
    schedule 21 ივლ 2020, 21:34
    #2

    რა ბლანი ამას ისევ სეტიენი ჯობია დარჩეს

  • Iniesta_8
    schedule 21 ივლ 2020, 21:21
    #1

    ხავი უკვე ძაან ატრაკებს, ან მივიდეს ან კიდე სხვა მოიყვანონ და დაივიწყონ ხავი სამუდამოდ. საბავშვო ბაღი კიარაა ამხელა კლუბი ორჯერ რო დაგიძახებენ უნდა წამოხვიდე თორე მოიყვანენ სხვას და უყუროს მერე შორიდან