შაბათს, 19 სექტემბერს ჩანიშნულ ასამბლეაზე “ბარსელონა” კლუბის წევრებს დასამტკიცებლად წარუდგენს შეთანხმებას კომპანია Babylon Park Spain SL-თან. ხელშეკრულება “სპოტიფაი კამპ ნოუს” კომპლექსის შიგნით საბავშვო და გასართობი სივრცის მოწყობის ხუთ წელზე მეტი ვადით გადაცემას ითვალისწინებს, რის გამოც პროექტის განსახორციელებლად ასამბლეის ოფიციალური თანხმობაა აუცილებელი.
რა არის Babylon Park?
Babylon Park საერთაშორისო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც ისრაელში მდებარეობს და თემატურ პარკებს თელ-ავივში, ჰაიფაში, გლილოტში, აშდოდსა და ბეერ-შევაში ფლობს.
ევროპაში მათი პირველი ობიექტი ლონდონში, კემდენ ტაუნის ტერიტორიაზე, მიწისქვეშ გაიხსნა. კიდევ ერთი პარკი კი ბელგრადში (სერბეთი) ფუნქციონირებს.
ესპანეთში კომპანიის ერთადერთი ობიექტი ამ დროისთვის მადრიდში, ლეგანესის სავაჭრო ცენტრ Westfield Parquesur-ში მდებარეობს. ის 1 200 კვადრატულ მეტრს მოიცავს და აღჭურვილია:
- მადრიდის ავტონომიურ გაერთიანებაში ერთადერთი დახურული ამერიკული მთებით (Roller coaster);
- თავისუფალი ვარდნის კოშკითა და მფრინავი საქანელებით;
- პატარებისთვის ადაპტირებული გასართობი ზონებით;
- კლასიკური და თანამედროვე არკადული სივრცეებით, 100-ზე მეტი სათამაშო აპარატით (მართვის სიმულატორები, კალათბურთი, საჰაერო ჰოკეი);
- დაბადების დღეებისა და წვეულებების სადღესასწაულო დარბაზებით.
ზუსტად ამ ტიპის მრავალფეროვანი საოჯახო გამოცდილება “ბარსელონას” სტადიონის გვერდითაც იქნება ხელმისაწვდომი.
კლუბი გარიგების დეტალურ ფინანსურ და საოპერაციო პირობებს კლუბის წევრებს 19 სექტემბრის მორიგ გენერალურ ასამბლეამდე დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებზე გააცნობს, რათა საკითხი კენჭისყრაზე მომზადებული გავიდეს.
ადრე ვარჯიშები იდებოდა სიახლეები იყო , ეხლა აღარავინ იღებს ბაზაზე ვიდეოებს?
წარმოუდგენელ პროექტთან გვაქვს საქმე❤️❤️ესპაი ბარსა რო დასრულდება ეს იქნება ზღაპარი
ისე მანდ სალაროების გასწვრივ ბაღები და პატარა ფანტანები კი იყო, და თუ ეზო არ გააფართოეს ამდენ რამეს სად ააშენებენ, ალბათ ეზოს გაფართოებაც იგეგმება.