ოფიციალურად: კოუტინიო პრემიერ ლიგაში ვეღარ დაბრუნდება
ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო პრემიერ ლიგაში ამ ზაფხულს ვერ დაბრუნდება.
ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილიპე "არსენალში" ან "ტოტენჰემში" იჯარის წესით გადავიდოდა, თუმცა პრემიერ ლიგაში დაბრუნება გამოირიცხა.
დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელით "ბაიერნი" და " იუვენტუსი" დაინტერესდა. ასევე, არ არის გამორიცხული ფილიპე პსჟ-ში გადავიდეს.
Sport-ის ცნობით, თუ "ბარსელონა" კოუტინიოს თაობაზე სარფიან წინადადებას არ მიიღებს, ბრაზილიელი კლუბში დარჩება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]