ლუის სუარესი: მოედანი ტკბილ-მწარე შეგრძნებით დავტოვეთ

ლუის სუარესი: მოედანი ტკბილ-მწარე შეგრძნებით დავტოვეთ

"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა იაპონიასთან ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

თამაში

"საბოლოო ჯამში კარგად ვითამაშეთ. მაგრამ ამ ტიპის ჩემპიონატზე... თუ შენ უშვებ 2 შეცდომას, უშვებ 2 გოლსაც. უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ."

მეტოქე

"ჩვენ ვიცოდით შედეგი, რაც ამ მატჩს შესაძლოა მოჰყოლოდა, ჩილესთან დაფიქსირებული შედეგი გადამწყვეტი იქნება. იაპონელებმა ბევრი შანსი შექმეს. ისინი ახალგაზრდები არიან, სწრაფები და ენერგიულები. მათ საშუალება არ მოგვცეს სურვილისამებრ გვეთამაშა."

შეფასება

"ჩვენ უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და ყურადღება პოზიტიურ მოვლენებზე გავამახვილოთ. ძალიან ბევრი 100%-იანი მომენტი შევქმენით და ამიტომაც ვტოვებთ მოედანს ტკბილ-მწარე შეგრძნებებით." - ციტირებს სუარესის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ივნისი 2019 02:28
    1
    ასკარად მომატეფულია აქვს სუას თამაში რაც დაიკლო უფრო მსუბუქად დარბის მოედანზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued