სუარესი: "რომას" გოლის გატანა არ უნდოდა"

სუარესი: "რომას" გოლის გატანა არ უნდოდა"

"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, "რომასთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართული თამაშის (1:1) დასრულებისთანავე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"ბევრი მომენტი გვქონდა. მეტოქე დაცვაში ჩაჯდა. ჩვენ გოლის გატანის არაერთი შანსი შევქმენით, მაგრამ მათ დაგვირგვინებას ვერ ვახერხებდით. იტალიელებმა სურვილის არქონის მიუხედავად გაგვიტანეს.

არდანიშნული თერთმეტმეტრიანი ჩემი წაქცევის დროს? მიმაჩნია, რომ აშკარა პენალტი იყო. ამაზე გამეორებაც მეტყველებს. თუმცა, თუ არბიტრმა ასე გადაწყვიტა..."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.