როგორი შედეგები აქვთ "ბარსელონასა" და "ლივერპულს" ბიორნ კუიპერსის მსაჯობსი დროს

როგორი შედეგები აქვთ "ბარსელონასა" და "ლივერპულს" ბიორნ კუიპერსის მსაჯობსი დროს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასა" და "ლივერპულს" შორის ხვალ გასამართ მატჩს ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება ბიორნ კუიპერსის ხელმძღვანელობით.

თვალი გადავავლოთ ამ მსაჯის მიერ "ბარსელონასა" და "ლივერპულის" მონაწილეობით გამართულ მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებს.

ბარსელონა

"ბარსელონამ" კუიპერსის მსაჯობით 8 თამაში ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ამ 8 თამაშში, კუიპერსმა "ბარსელონას" სასარგებლოდ 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მეტოქეს კი 2 ფეხბურთელი გაუძევა.

პირველი შეხვედრა 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა, როდესაც "ბარსამ" კიევის "დინამო", "კამპ ნოუზე", 2:0 დაამარცხა.

2010 წელს, ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, კატალონიელები "შტუტგარტს" ეწვივნენ და 1:1 ითამაშეს.

2011 წელს, ევროპის სუპერ თასზე, "ბლაუგრანამ" "პორტუს" სძლია, ანგარიშით 2:0.

2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, "ბარსელონამ" "მილანი", საკუთარ კედლებში, 3:1 დაამარცხა.

მომდევნო სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიელები "სელტიკთან" გლაზგოში დამარცხდნენ - 1:2.

2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუზე", "ბარსა" პსჟ-ს დაუზავდა, ანგარიშით 1:1.

2015 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონამ" "რომასთან" სტუმრად 1:1 ითამაშა.

ბოლო შეხვედრა 2017 წელს გაიმართა - 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, "ბარსელონა" და "იუვენტუსი", "კამპ ნოუზე", უგოლოდ დაზავდნენ.

ლივერპული

"ლივერპულის" მონაწილეობით გამართულ შეხცვედრაში კუიპერსმა 5-ჯერ იმსაჯა. მერსისადელებმა 4-ჯერ მოიგეს და ერთი თამაში ფრედ დაასრულეს. ამ შეხვედრებში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნულა, "ლივერპულს" კი ერთი ფეხბურთელი გაუგდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 აპრილი 2019 22:28
    1
    "მომდევნო სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიელები "სელტიკთან" გლაზგოში დამარცხდნენ - 1:2"

    მახსოვს უკვე გასულები ვიყავით ჯგუფიდან, ბოლო თამაში იყო.
    ამ თამაშიდან მე მარტო შოტლანდიელი მომღერალი როდ სტიუარტი მახსოვს, რომელიც გამარჯვების შემდეგ სიხარულისგან ტიროდა.
    Sopo
    სტუმარი [?]
    #4 30 აპრილი 2019 22:09
    0
    Eseigi xval vigebt 😉😉😉😉😉
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 აპრილი 2019 21:50
    1
    მთლად კაი სტატისტიკა არ გვქონია იმედია არაფერს მიქარავს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #2 30 აპრილი 2019 18:58
    5
    წესიერად იმსაჯეთ თორე გინება არ აგცდებათ 😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 აპრილი 2019 18:40
    4
    მსაჯობის *
    ძალიან კარგია, რომ სტატიებს წერთ, მაგრამ ელემენტარული შეცდომები რომ არ გქონდეთ, უკეთესი იქნებოდა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...