“იუვენტუსის” არგენტინელი შემტევი პაულო დიბალა მიიჩნევს, რომ ის და მისი თანამემამულე, “ბარსელონას” ვარსკვლავი, ლიონელ მესი, ტაქტიკური თვალსაზრისით, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.
დიბალა ბევრმა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ გასულ ზაფხულში ლიონელ მესისთან ერთად ნაკრებში თამაში გაუჭირდა.
“თანაგუნდელის გაკრიტიკება განზრახული არასდროს მქონია. უბრალოდ მინდოდა, გამომესწორებინა ის რაღაცები, რაც იმ მომენტში არ მუშაობდა. ლეოს ამაზე ვესაუბრე, რადგან ჩვენ ტაქტიკურად ერთმანეთს ძალიან ვგავართ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ან კოპა ამერიკეზე ბევრი სათამაშო დრო არ მქონია, მაგრამ, ამავდროულად, ყოველთვის პატივს ვცემდი მწვრთნელის გადაწყვეტილებას, რადგან არგენტინის ნაკრები ძალიან პრესტიჟულია”, – ციტირებს დიბალას სიტყვებს Marca.
მესისთან ყველაზე ახლოს დიბალაა, იუვეში ხშირად ვერ ჩანს მისი კლასი – მიზეზი დიბალა ნაკლებადაა, ზოგადად სერია ა-ს ვინც ადევნებს თვალს დამეთანხმება შმეოქმედების თვალსაზრისით რთულია, ბევრად კონტაკტური და უხეშია თამაში. 26 წლისაა და თუ ვინმე მესისი შეცვლაზე ფიქრობს მომავალში, დღეს ასეთი კადრი მხოლოდ დიბალაა ჩემი აზრით – პოზიციურად და ამპულით ვიძახი თორე მესის შეცვლა, რომ შეუძლებელია უახლოეს მომავალში ეგ ფაქტია. მესი როარ ახსოვს ისეთმა ფეხბურთელმა უნდა შეცვალოს სამომავლოდ ალბათ (ისეთი თოაბა რომელსიც მის ჩრდილში არ იქნება)
ჩემი ოცნების ტრანსფერია დიბალა აი ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად ეს შეცვლიდა მესის ბარსაში ზუსტად ერთი სტილის იგროკები არიან ეეეჰ :(((((
რამდენადაც ჩინური პატენტი გავს ორიგინალს…
გაანძრიეთ ერთი ადგილი,რომ მოიგოს კაცმა მსოფლიო, თორე თქვენ ვისაც გავხართ გეტყვით მერე…