“ბეშიქთაშის” ნახევარმცველმა, კევინ-პრინს ბოატენგმა, რომლის უფლებებიც “ფიორენტინას” ეკუთვნის, 2019 წელს, მისი “ბარსელონაში” ტრანსფერი გაიხსენა.
“მე არ ვნანობ, როდესაც “სასუოლოდან” “ბარსელონაში” გადავედი, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ეს არაიდეალური ტრანსფერი იყო.
ვისურვებდი “ბარსელონაში” მეტი მეთამაშა, მაგრამ წასვლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ “კამპ ნოუზე” გამოვდიოდი.” – განაცხადა ბოატენგმა.