ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბარსამ, შესაძლოა, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესოს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბარსამ, შესაძლოა, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესოს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონამ”, შესაძლოა, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესოს.

წყაროს ცნობით, ზამთარში კატალონიურმა გრანდმა ყველაზე მეტი (3) ტრანსფერი 2018-19 წლების სეზონში განახორციელა: ჯეისონ მურილიო, კევინ-პრინს ბოატენგი და ჟან-კლერ ტოდიბო.

ამ სეზონში “ბარსა” აღნიშნულ რეკორდს მინიმუმ გაიმეორებს, ვინაიდან, კლუბმა დანი ალვესი და ფერან ტორესი დაიმატა, ადამა ტრაორეს შეძენას კი მალე ოფიციალურად დაადასტურებს.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ, უსმან დემბელეს წასვლის შემთხვევაში, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ტრანსფერებს კიდევ განახორციელებენ. ბოლო პერიოდში “ბლაუგრანას” პიერ-ემერიკ ობამეიანგს ხშირად უკავშირებენ, თუმცა, მის მოსაყვანად სწორედ ფრანგის გაშვებაა საჭირო.

რაც შეეხება ადამას – “ბარსელონა” მას “ვულვზიდან” იჯარით აიყვანს, სეზონის ბოლოს კი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

საინტერესოა, რომ MD-ის თანახმად, ტრაორე “ბარსაში” ერთადერთი მოთამაშე იქნება იმ გუნდიდან, რომელმაც 2014 წელს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაშინ ახალგაზრდა კატალონიელებმა ფინალში “ბენფიკა” 3-0 დაამარცხეს, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი კი მუნირ ელ ჰადადი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში გოლი ცენტრიდან გაიტანა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    30 იან 2022, 17:19

    წყაროს ცნობით, ზამთარში კატალონიურმა გრანდმა ყველაზე მეტი (3) ტრანსფერი 2018-19 წლების სეზონში განახორციელა: ჯეისონ მურილიო, კევინ-პრინს ბოატენგი და ჟან-კლერ ტოდიბო.
    და სად არიან ეგ სამი ფეხბურთელი?

  • rivaldo80
    29 იან 2022, 16:25

    საღოლ ლაპორტას მართლა ფოკუზნიკია დაშლის პირას მყოფ კლუბში ვალებში ამოტენილი პირველივე ფანჯარაზე ტრასფერები გაკეტა ისე რომ არც არავინ გაგვიყიდია ძვირიანი და არც ფული დაგვიხარჯავს….ეს როგორ უნდა გააკრიტიკო გაუგებარიაა )))