ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 6 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 6 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 მარტს მოხდა.

თამაშები

6 მარტს “ბარსელონას” 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1955 წელი

“ლეს კორტსზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” 2-ჯერ აგებდა, მაგრამ გათანაბრება ორივეჯერ მოახერხა და თამაში 2-2 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლები ბასორამ და მოლმა გაიტანეს.

1959 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ლობო კარასკო. 1978-1989 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 375 თამაში ჩაატარა და 67 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდთან ერთად მან სამ-სამჯერ თასების მფლობელთა თასი და ესპანეთის თასი, ხოლო თითოჯერ ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.

1962 წელი

ანტონი რამალიეტსის პატივსაცემად გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” “ჰამბურგი” 5-1 გაანადგურა. გოლები მარტინესმა, ევარისტომ, პერედამ, ვისენტემ და ვერგესმა გაიტანეს.

1981 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კლემენტე გრასია. 1921/22 წლების სეზონში მან 59 გოლი გაიტანა, რაც იმ დროის რეკორდი იყო.

1987 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი. 2018/19 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 5 თამაში ჩაატარა.

2001 წელი

ლიონელ მესიმ კატალონიის ფეხბურთის ფედერაციისგან სათამაშო ლიცენზია მიიღო.

2004 წელი

16 წლის ლიონელ მესის “ბარსელონა ბ-ში” დებიუტი ჰქონდა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში მისმა გუნდმა “მატარო” 1-0 დაამარცხა.

2006 წელი

ფრანკ რაიკარდმა “ბარსელონას” გულშემატკივრებს მოუწოდა, მეორე დღეს, როდესაც ჟოზე მოურინიო და მისი “ჩელსი” “კამპ ნოუს” მინდორზე გამოვიდოდნენ, ქომაგები მათ აპლოდისმენტებით შეჰგებებოდნენ.

2007 წელი

“ენფილდზე” გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩი “ბარსელონამ” ეიდურ გუდიონსენის გოლით მოიგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში “კამპ ნოუზე” 2-1 მოგების გამო მომდევნო ეტაპზე “ლივერპული” გავიდა.

2010 წელი

“ალმერიასთან” სტუმრად ჩატარებული შეხვედრა (2-2) ვიქტორ ვალდესისთვის ლა ლიგაში 250-ე გამოდგა. ამ მატჩში ლეო მესიმ ლა ლიგაში “ბარსელონას” 5100-ე გოლი გაიტანა.

2016 წელი

“ეიბართან” ანგარიშით 4-0 მოგებულ შეხვედრაში MSN-მა (მესისუარესინეიმარი) სეზონში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • El pistolero 9
    06 მარ 2021, 20:15

    nika 54,
    ბართომეუს შტაბის მორიგი შედევრი

  • ბასქუ10
    06 მარ 2021, 18:19

    მსნ რომ მახსენდება გული მიჩქარდება, დღემდე ვერ ვიჯერებ როგორ დაგვტოვა ნეიმარმა🥺😡

  • Araujo
    06 მარ 2021, 17:38

    2016 წელს MSN 🥺

  • nika 54
    06 მარ 2021, 16:04

    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი. 2018/19 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 5 თამაში ჩაატარა.
    "ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი", ბოატენგზე ცოტა ხმამაღლა ხო არაა ნათქვამი

  • Bobi
    06 მარ 2021, 13:28

    ყოველ დღე ვკითხულობ და ველოდები იმ დღეს კლასიკო რო არ იქნება ჩატარებული 😁 💙❤️

  • me da barca
    06 მარ 2021, 12:48

    ყველაზე დიდი ამბავი ბოატენგის დაბადებაა, ბარსას ლეგენდის.😂

  • ROUCH
    06 მარ 2021, 12:02

    ჩვენი ლეგენდა დაბადებულ ამ დღს 5 მატჩი ბარსას მაისურით ეხუმრებით თქვენ

  • Always cule
    06 მარ 2021, 10:28

    არც ისე კარგი და არც ისე ცუდი დღე ყოფილა