workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“უესკასთან” ბოლო შეხვედრის სასტარტო შემადგენლობიდან “ბარსელონა” 6-მა ფეხბურთელმა დატოვა

“უესკასთან” ბოლო შეხვედრის სასტარტო შემადგენლობიდან “ბარსელონა” 6-მა ფეხბურთელმა დატოვა

ხვალ “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში “უესკას” დაუპირისპირდება. არაგონული კლუბი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად 3-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სჭირდება. 

საინტერესოა, რომ ამ ორი კლუბის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 2019 წლის აპრილში შედგა, “ბარსას” სასტარტო თერთმეტეულში 6 ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც გუნდში აღარ თამაშობენ. 

“ბლაუგრანას” მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “უესკას” წინააღმდეგ როტაციას მიმართა და მინდორზე ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა: ტერ შტეგენი; ვაგე, ტოდიბო, მურილიო, უმტიტი; ვიდალი, ალენია, პუჩი; დემბელე, ბოატენგი, მალკომი. 

მურილიო და კევინ-პრინს ბოატენგი “ბარსელონაში” იჯარით ირიცხებოდნენ და თავიანთ კლუბებს მალევე დაუბრუნდნენ, არტურო ვიდალი და მალკომი კლუბმა გაყიდა, მუსა ვაგე და ჟან-კლერ ტოდიბო კი გუნდიდან იჯარით წავიდნენ. 

მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა, იმ სეზონის პირველ წრეში კი “ბარსამ” 8-2 გაიმარჯვა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 02 იან 2021, 16:10
    #9

    Albicelecte,
    მაგის გარანტია არ არსებობს 😀 ლენგლეა და იმიტომ.😄

  • El pistolero 9
    schedule 02 იან 2021, 15:59
    #8

    M10 S9 D11,
    კოპაზე პირველ კლასიკოში საუკეთესო იყო.სხვა მატჩებშიც კარგად ამწვავებდა.მახსოვს ინტერთანაც მაგარი ჩააჭედა ლიგაზე.

  • მსლ
    schedule 02 იან 2021, 13:55
    #7

    პრინციპში კაია რო არ არიან

  • Albicelecte
    schedule 02 იან 2021, 13:46
    #6

    ციტატა: BARCELONA FOREVER
    Albicelecte,
    ხოდა კიდე მთავარია ლენგლემ სლეობა არ ქნას ისევ :დ


    იცი, როდესაც 3 კაციან და ფლანგებზე აწეული ლატერალებით თამაშობს, ვხედავ, რომ ლენგლე უკვე მთლად ლენგლე აღარაა
    როდესაც ასეთი სათამაშო სქემაა, მაშინ უკვე მცველია, მაგრამ როდესაც 2 ცენტრალური მცველით თამაშობს გუნდი, მაშინ ნამდვილად ლენგლეა
    ცოტა არეული, ჩახლართული ტექსტი დავწერე
    ლენგლე+2 კაცი დაცვის ცენტრში=მცველს
    ლენგლე+1 კაცი დაცვის ცენტრში= სუფთა ლენლგე
    smiley barca-6

  • M10 S9 D11
    schedule 02 იან 2021, 13:43
    #5

    მალკომი რატო გაუშვეს მშვენივრად თამაშობდა ამ გრიზმანზე მეტად გამოგვადგებოდა

  • BEQA BARCA
    schedule 02 იან 2021, 13:39
    #4

    ეს მოსაგები თამაშია. .გინდა თუ არა…

  • BARCELONA FOREVER
    schedule 02 იან 2021, 12:41
    #3

    Albicelecte,
    ხოდა კიდე მთავარია ლენგლემ სლეობა არ ქნას ისევ :დ

  • Albicelecte
    schedule 02 იან 2021, 12:38
    #2

    ამასაც თუ ვერ მოუგეს კიდევ… barca-6 barca-6 barca-6
    მაგრამ მესი იქნება დიდი ალბათობით და გრიზმანი გაამხნევებთ ტრიბუნიდან, კოუტინიო კიდევ კლინიკიდან
    ბრაითვაიტი გადაგდებული ჯოხის მოსატანად ირბენს საჯარიმოს ხაზთან ენაგადმოგდებული barca-6

  • Sergio5
    schedule 02 იან 2021, 12:35
    #1

    აი ეგ ისეთი შემადგენლობა იყო უესკასაც რო არ ეყოლებოდა თვითონ