workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი 40 წლისაა

ჩავი ერნანდესი 40 წლისაა

“ბარსელონას” ყოფილ ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს, დღეს, 40 წელი შეუსრულდა.

ესპანელი, ამჟამად, “ალ სადის მწვრთნელია. ცოტა ხნის წინ, მისი ხელმძღვანელობით კლუბი ყატარის თასის გამარჯვებული გახდა.

ჩავი ერნანდესი “ლა მასიას” აღზრდილია. “ბარსელონას” პირველ გუნდში მისი დებიუტი 1998 წლის 5 მაისს, კატალონიის თასზე შედგა. ესპანელმა პირველი გოლი ამავე წლის 18 აგვისტოს, ესპანეთის სუპერ თასზე, “მალიორკას” წინააღმდეგ გაიტანა.

კლუბის მაისურით ჩატარებული პირველი თამაშიდანვე ჩავი ერნანდესმა ფეხბურთის გულშემატკივართა და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. გამორჩეული სტილისა და ტექნიკის მქონე ნახევარმცველმა მალე ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა და 17 წლის განმავლობაში “ბარსელონას” შეუცვლელ ფიგურად იქცა.

ჩავი “ბარსელონაში” ჩატარებული მატჩების მიხედვით კლუბის აბსოლუტური რეკორდსმენია. მან 767 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 85 გოლი გაიტანა. “ბლაუგრანასთან” ერთად ესპანელმა 25 ტიტულის მოპოვება შეძლო:

  • ლა ლიგა – 8
  • ესპანეთის თასი – 3
  • ესპანეთის სუპერ თასი – 6
  • ჩემპიონთა ლიგა – 4
  • უეფას სუპერ თასი – 2
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2

ჩავი ასევე წარმატებით ასპარეზობდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც. ნაკრებთან ერთად მისთვის სადებიუტო ტურნირი 2000 წლის ოლიმპიური თამაშები იყო. იგი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. “ფურია როხასთან” ერთად ჩავი ორჯერ ევროპის (2008, 2012) და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი (2010) გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • duggu
    schedule 25 იან 2020, 18:33
    #6

    გახდა სამწვრთნელო ასაკის ❤❤❤

  • Kingmessi10 10
    schedule 25 იან 2020, 18:30
    #5

    გილოცავ მრავალს დაესწარი გილოცავ. და მალე მენახე ბარსაში

  • M10 S9 D11
    schedule 25 იან 2020, 17:30
    #4

    გილოცავ მაესტროო

  • ferreira10
    schedule 25 იან 2020, 16:02
    #3

    ლა ლიგა – 8
    ესპანეთის თასი – 3
    ესპანეთის სუპერ თასი – 6
    ჩემპიონთა ლიგა – 4
    უეფას სუპერ თასი – 2
    მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2
    პლიუს
    ევროპის ჩემპიონი-2 -ჯერ
    მსოფლიოს ჩემპიონი!
    გენიალურ.

    და დრო მართლაც მიჭუილებს.

  • KING_BARCA
    schedule 25 იან 2020, 16:02
    #2

    41 წელი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის რანგში მოგველოცოს მაესტრო….წარმატებები ❤️

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 25 იან 2020, 15:40
    #1

    მაესტროოოო heart_eyes heart_eyes . წარმატებებიი.