workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუპერ თასი 2027: სტადიონები და მატჩების განრიგი ცნობილია

სუპერ თასი 2027: სტადიონები და მატჩების განრიგი ცნობილია

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) 2027 წლის ესპანეთის სუპერ თასის მასპინძელი არენები, კალენდარი და შეხვედრების დაწყების დროები გამოაქვეყნა. ტურნირი, რომელიც ტრადიციულად ორ ნახევარფინალსა და ფინალურ მატჩს მოიცავს, 2-დან 6 თებერვლის ჩათვლით თურქეთში, კერძოდ სტამბოლში ჩატარდება.

“ბარსელონა” პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 2 თებერვალს მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე “შუქრუ სარაჯოღლუს” სახელობის სპორტულ კომპლექსში ჩატარდება.

ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში, კატალონიელები ფინალს 6 თებერვალს ითამაშებენ. სატიტულო დაპირისპირება თბილისის დროით კვლავ 23:00 საათზე დაიწყება და მას ალი სამი იენის სახელობის სპორტული კომპლექსი – “რამს პარკი” უმასპინძლებს.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს “რეალ სოსიედადი” და “რეალ მადრიდი” დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა 3 თებერვალს, “თიუპრაშის სტადიონზე” გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის სრული კალენდარი

  • პირველი ნახევარფინალი: “ბარსელონა” – მადრიდის “ატლეტიკო” (2 თებერვალი, 23:00 თბილისის დროით | “შუქრუ სარაჯოღლუ”)
  • მეორე ნახევარფინალი: “რეალ სოსიედადი” – “რეალ მადრიდი” (3 თებერვალი, 23:00 თბილისის დროით | “თიუპრაშის სტადიონი”)
  • ფინალი: პირველი ნახევარფინალის გამარჯვებული – მეორე ნახევარფინალის გამარჯვებული (6 თებერვალი, 23:00 თბილისის დროით | “რამს პარკი”)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 19 სექ 2026, 09:30

    ჰალას სალაპარაკო გაუჩნდა, ბარსას ერთი დღით მეტი დასვენება მოუწევს ჩვენთან შეხვედრამდეო, თუ რა თქმა უნდა ფინალში გააღწევენ.

  • DesmondHume
    DesmondHume კულე
    schedule 18 სექ 2026, 14:15

    ყველაზე დამპალი გუნდის გარღვევის თარიღი გარკვეულა

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 18 სექ 2026, 10:21

    ატლეტიკოს გადაეცით რო დედიკოები გადამალონ

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 18 სექ 2026, 09:41

    შემთხვევით ხომ არ იცით ბილეთების შეძენა როგორ შეიძლება?

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 17 სექ 2026, 23:57

    რატომ ბარსას ნაჯახები ატლეტიკო და რეალს სოსიედადი?