დღე, როცა დე იონგი „ბარსელონას“ მატჩს დაესწრო
მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" ზაფხულში შეუერთდება, "კამპ ნოუზე" ვიზიტი მისთვის პირველი არ იქნება. 2015 წლის 30 დეკემბერს ჰოლანდიელი მოთამაშე კატალონიური გრანდის სტადიონს მაყურებლის რანგში ესტუმრა.
ფრენკი "ბარსელონა"-"ბეტისის" დაპირისპირებას დაესწრო, სადაც ლუის ენრიკეს კოლექტივმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა (4:0). მოედანზე პარტნიორთან ერთად მისული ფრენკი სუარესის დუბლის, ლეო მესის გოლისა და ვესტერმანის ავტოგოლის მომსწრე გახდა.
ვინ იცის რა აზრი ტრიალებდა ფრენკის გონებაში მაშინ - ნეტავ ხვდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს უბრალო ქომაგი კი არა, ამ შოუს ნაწილი იქნებოდა?
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]